მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ლაშა ხუციშვილი JP Morgan-ის მმართველ დირექტორსა და Oppenheimer-ის უფროს აღმასრულებელ ოფიცერს შეხვდა

ხუციშვილი

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი დღეს, 24 მარტს, JP Morgan-ის მმართველ დირექტორსა და Oppenheimer-ის უფროს აღმასრულებელ ოფიცერ შეხვდა - ინფორმაციას ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

საერთაშორისო კომპანიების წარმომადგენლები საქართველოში კაპიტალის ბაზრების მეორე საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში იმყოფებოდნენ.

უწყების ცნობით, ლაშა ხუციშვილი JP Morgan-ის მმართველ დირექტორ სტეფან უაილერთან ერთად, კომპანიის სხვა წარმომადგენლებსაც შეხვდა.

"მხარეებმა მიმოიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები. ფინანსთა მინისტრმა სტუმარს, კიდევ ერთხელ, მადლობა გადაუხადა ევროობლიგაციების რეფინანსირების პროცესში გაწეული მხარდაჭერისთვის. საუბარი, ასევე, შეეხო სახაზინო ფასიანი ქაღალდების ადგილობრივი ბაზრის განვითარებას და ამ მიმართულებით სამომავლო გეგმების დასახვას", - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.

რაც შეეხება მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი საინვესტიციო ბანკის - Oppenheimer-ის უფროს აღმასრულებელ ოფიცერ მაქს ლემისთან შეხვედრას, უწყების ცნობით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს კაპიტალის ბაზრის განვითარების მიმართულებებს, განხილულ იქნა კომპანიასთან შესაძლო თანამშრომლობის პერსპექტივები.

"აღსანიშნავია, რომ Oppenheimer აქტიურად მონაწილეობს საქართველოს კერძო სექტორის მიერ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრებზე ობლიგაციების განთავსების პროცესში", - აღნიშნულია პრესრელიზში

ორივე შეხვედრას ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი კაკაურიძე, მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, სახელმწიფო ვალის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი კაჭარავა ესწრებოდნენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები