მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ლაშა ხუციშვილი მსოფლიო ბანკის ინფრასტრუქტურის რეგიონულ დირექტორს შეხვდა - რა განიხილეს?

12
30.01.26 17:35
381

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი მსოფლიო ბანკის ევროპისა და ცენტრალური აზიის ინფრასტრუქტურის რეგიონულ დირექტორს ჩარლზ კორმიერს შეხვდა.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა განხორციელებული და სამომავლო პროექტები განიხილეს.

"შეხვედრას დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი სამხრეთ კავკასიაში, საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ინფრასტრუქტურის და ენერგეტიკის დეპარტამენტის მენეჯერი პატრიკ ავატო, ასევე, მსოფლიო ბანკის სხვა წარმომადგენლები.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით მიმდინარე, განხორციელებული და სამომავლო პროექტები ინფრასტრუქტურისა და დაკავშირებადობის ხელშეწყობის კუთხით. საუბარი შეეხო საქართველოს როლს შუა დერეფნის განვითარების მიმართულებით.

ფინანსთა მინისტრმა სტუმარს გააცნო ქვეყნის მაკროეკონომიკური ვითარება და საშუალოვადიანი პროგნოზები.

მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებმა არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობის გაგრძელების მზადყოფნა გამოთქვეს", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები