მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლაშა ხუციშვილი შვედეთის სამეფოს ელჩს შეხვდა - რაზე ისაუბრეს

ლაშა ხუციშვილი
23.01.24 19:45
405

ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა შვედეთის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში, ანა ლიბერგთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, მხარეებმა განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები. განსაკუთრებით ყურადღება გამახვილდა შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (SIDA) მიერ საქართველოში მიმდინარე პროექტებზე.

"ფინანსთა მინისტრმა ელჩს მადლობა გადაუხადა განვითარების სფეროში შვედეთის მთავრობის მიერ გაწეული დახმარებისთვის. შეხვედრისას მან შვედ დიპლომატს გააცნო ქვეყნის ეკონომიკური და ფისკალური პარამეტრები და სამომავლო პრიორიტეტები.

შვედეთის ელჩმა ქართულ მხარეს მიულოცა ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭება და პოზიტიურად შეაფასა ორ ქვეყანას შორის მრავალწლიანი თანამშრომლობა. მან მზაობა გამოხატა, ახალ პოსტზე მუშაობისას, ხელი შეუწყოს ორ ქვეყანას შორის პარტნიორობის გაღრმავებას.

შვედეთის სამეფოს მხარდაჭერით, საქართველოში ფინანსდება ისეთი სფეროები, როგორიცაა: დემოკრატიული მმართველობის განვითარება, ადამიანის უფლებების დაცვა, განათლების სექტორი, გარემოს დაცვა, ვაჭრობისა და კერძო სექტორის განვითარება.

შეხვედრას დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე და ერიკ ილესი, შვედეთის ელჩის მოადგილე/განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს წარმომადგენელი საქართველოში", - წერია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები