მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლაშა ხუციშვილმა ADB-ის დირექტორთა საბჭოს ბანკის 57-ე ყოველწლიური შეხვედრის მოსამზადებელი ღონისძიებები გააცნო

ეიდიბი
21.03.24 16:48
419

საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და ქართული დელეგაციის წევრებმა აზიის განვითარების ბანკის დირექტორთა საბჭოს წევრებს წარუდგინეს პრეზენტაცია, საქართველოში ADB-ის 57-ე ყოველწლიური შეხვედრის მოსამზადებელი ღონისძიებების მიმდინარეობის შესახებ.

შეხვედრას დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, აზიის განვითარების ბანკის აღმასრულებელი დირექტორი რეიჩელ ტომპსონი, აზიის განვითარების ბანკის სამდივნოს ხელმძღვანელი, ასელ ჯუსუპბეკოვა, აზიის განვითარების ბანკის სამდივნოს მრჩეველი დევიდ გარიგოს-სოლივა.

დირექტორთა საბჭოს წევრები დეტალურად გაეცნენ წლიური შეხვედრისთვის შერჩეულ საკონფერენციო, შეხვედრებისა და საოფისე სივრცეებს, სავიზო და ტრანსპორტით უზრუნველყოფის, სხვა მნიშვნელოვან საორგანიზაციო საკითხებს.

აზიის განვითარების ბანკის 57-ე ყოველწლიურ შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებს 68 ქვეყნის 4000-მდე სტუმარი, მათ შორის, აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტი, ვიცე-პრეზიდენტები, ბანკის აღმასრულებელი დირექტორები, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების წარმომადგენლები, კერძო სექტორი, საერთაშორისო და სამოქალაქო საზოგადოება, საერთაშორისო და ადგილობრივი მედია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები