მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ლაშა მიქავა ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის (ITU) გენერალურ დირექტორს შეხვდა

5caf5fb718bab
თელარა გელანტია
11.04.19 20:10
611
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ლაშა მიქავა, რომელიც შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში მიმდინარე საინფორმაციო საზოგადოების მსოფლიო სამიტის ყოველწლიურ ფორუმში WSIS Forum-2019 მონაწილეობს, ფორუმის ფარგლებში ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის (ITU) გენერალურ დირექტორ ჰუალინ ჟაოს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ITU-ს ტექნიკური დახმარების ფარგლებში საქართველოში მიმდინარე პროექტები, კერძოდ, უსაფრთხო ინტერნეტის ფორმირებისა და ინოვაციების განვითარების მიმართულებით.

მხარეებმა აღნიშნეს, რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს უსაფრთხო ინტერნეტის ფორმირებას განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობისთვის, განსაკუთრებით, ბავშვებისთვის.
შეხვედრაზე ასევე ყურადღება გამახვილდა ინოვაციებისა და ტექნოლოგიების განვითარების, ხელოვნური ინტელექტის ფორმირების საკითხებზე.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ლაშა მიქავამ მადლობა გადაუხადა ჰუალინ ჟაოს საქართველოსთვის გამოყოფილი დახმარებისთვის. მხარეებმა ასევე იმსჯელეს სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზე.

ლაშა მიქავამ ITU-ს გენერალური დირექტორი თბილისის ახალი აბრეშუმის გზის მესამე ფორუმზე მოიწვია, რომელიც მიმდინარე წლის ოქტომბერში საქართველოში გაიმართება.



გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები