პარტია “ქართული ოცნების” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მრჩეველი ლაშა ნაცვლიშვილი ტელეკომპანია POSTV-ში ბრუნდება. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელ Facebook–ში წერს. მისი ინფორმაციით, ის ტელეკომპანიაში ხელმძღვანელის პოზიციას დაიკავებს.
“დიდი პატივით, გეგმებითა და პასუხისმგებლობით ვბრუნდები "პოსტივის" ხელმძღვანელად. დარწმუნებული ვარ, რომ ტელევიზია, რომელიც მოხულიგნო ინტერნეტფლატფორმიდან დაიბადა და რომელმაც სულ რაღაც ერთ წელიწადში, იქ მომუშავე უნიჭიერესი ადამიანების შრომისა და სიმტკიცის წყალობით, ოთხჯერ გაზარდა საკუთარი რეიტინგი და გავლენა, უკეთესი ხარისხითა და მეტი შეუპოვრობით დაიცავს 2012 წლის პირველი ოქტომბრის მონაპოვარს!”,– წერს ლაშა ნაცვლიშვილი.