მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლაშა ნოდია: საქართველოში გადახდისუუნარობის საქმის წამოწყება ხშირი არ არის

60521126bfc5b
ლიკა გურაბანიძე
17.03.21 18:20
1091

“სტატისტიკურად საქართველოში გადახდისუუნარობის პროცესის წამოწყების მაჩვენებელი დღემდე მაღალი არ არის”, - ამის შესახებ “საქმიან დილაში” იურიდიული კომპანია “ნოდია, ურუმაშვილი და პარტნიორების” მმართველმა პარტნიორმა ლაშა ნოდიამ განაცხადა.

როგორც ლაშა ნოდია განმარტავს, მიუხედავად იმისა, რომ დღეს ძალიან ბევრ კომპანიას ფინანსური პრობლემები აქვს, ისინი არ იყენებენ იმ შესაძლებლობებს, რომელთაც მათ კანონი გადახდისუუნარობის პროცესის სახით ანიჭებს.

“დღეს მოქმედი კანონი ბიზნესის სათანადო მხარდაჭერას ვერ უზრუნველყოფს. ფინანსური სიძნელების ანალიზი და დადგენა დროულად უნდა მოხდეს, რათა ბიზნესმა ფინანსური სიძნელეების დაძლევა შედარებით მარტივად შეძლოს".

პარლამენტმა ახალი კანონი რეაბილიტაციისა და კრედიტორთა დაკმაყოფილების შესახებ მიიღო. ბუნებრივია, სახელმწიფოს ინტერესია, რომ კონტრაქტებისა და წამოწყებული ბიზნესების შენარჩუნება მოხდეს, როცა ამის საშუალება არსებობს. ახალ კანონში რომელიც 1-ელი აპრილიდან ძალაში შედის, მოვალისთვისაც და კრედიტორისთვისაც მეტი მოტივაციაა ჩადებული. ხოლო საწარმოს საშუალება ეძლევა, რომ გადარჩეს. არ არის აუცილებელი, რომ რეაბილიტაცია კრედიტორთა მოთხოვნების სრული დაკმაყოფილებით დასრულდეს. მთავარია, კრედიტორებმა კანონით დადგენილი თანხა მიიღონ, ანუ მინიმუმ იმდენი, რამდენსაც აქტივების გაყიდვით მიიღებდნენ. კანონით ბიზნესებს სირთულეების გაღრმავების შეჩერება შეეძლებათ”, - განმარტა ნოდიამ.

გადახდისუუნარობის საქმის წარმოება - რუბრიკა "საქმიან დილაში"


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები