ბიზნესმენ ლაშა პაპაშვილის შეფასებით, 2018 წელი ძირითადად არჩევნების და მისი სამზადისის წელი იყო.
როგორც bm.ge-თან ბიზნესმენმა განაცხადა, 2018 წელი პოლიტიკური ბატალიების გათვალისწინებით, შედარებით კარგი წელი იყო და პოლიტიკურმა პროცესებმა კერძო სექტორზე გავლენა ვერ მოახდინა.
“თუ მზად არ შევხვდებით და არ იყოჩაღებს ეროვნული ბანკი, რეგუალციები, რა თქმა უნდა, ბიზნესსზე გავლენას მოახდენს, ასევე არასტაბილური წელი იყო 2018 ლარის კურსის მხრივ. იყო ბიუროკრატიული ბარიერებიც, ის პრობლემები რაც ვერ გვარდებოდა წარსულში, უნდა დავტოვოთ და ჩავაბაროთ 2018 წელს”, - აცხადებს პაპაშვილი.
მისივე თქმით, მთავრობამ უნდა იზრუნოს და ადგილობირვი თვითმმართველობები მეტად გაძლიერდნენ და მეტი ძალაუფლება ჰქონდეთ.
“იმერელმა იმერლების ბიუჯეტი უნდა განკარგონ, კახელებმა - კახელების”, -აცხადებს ბიზნესმენი.
მისივე თქმით, არ შეიძლება ბიუჯეტი იყოს ცენტრალიზებული და რეგიონებს მათი ფულის სათანადოდ განკარგვის საშუალება არ ჰქონდეთ.
"მთავარია, იყოს ნება, თორემ ერთი ხელის მოსმით მოგვარდება, იგივე საშემოსავლო გადასახადის ნაწილის იმ რეგიონის ბიუჯეტში დატოვება, საიდანაც ხარ და ა.შ” -აცხადებს ბიზნესმენი.

























