მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ლაშა პაპაშვილი-ბიზნეს გარემოზე: ბოლო პერიოდში შეიძლება ცოტა აირია

5ca4fd856b276
თელარა გელანტია
04.04.19 00:02
847
ბიზნესმენ ლაშა პაპაშვილის შეფასებით, ბოლო პერიოდში საქართველოში ბიზნეს გარემო „ცოტა აირია“.

ასე უპასუხა ბიზნესმენმა BM.ge-ის კითხვას - „მისთვის, როგორც ერთი რიგითი ბიზნესმენისთვის რამდენად პროგნოზირებადია საქართველოს ბიზნეს გარემო“.

„დღესდღეობით საკმაოდ (პროგნოზირებადია), მაგრამ თუ თქვენ ბოლო პერიოდში შექმნილ სიტუაციას გულისხმობთ, შეიძლება ცოტა აირია, მაგრამ იმედია დალაგდება. ჩვენი ვალდებულებაა, რომ დავალაგოთ“, - განაცხადა პაპაშვილმა.

კითხვაზე - მთავრობის ვალდებულებებს რაში ხედავთ ამ მიმართულებით, ბიზნესმენმა პასუხად თქვა, რომ დალაგება უფრო მეტად მთავრობის ვალდებულებაა.
„საკონტროლო პაკეტი მათია“, - აღნიშნა ლაშა პაპაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები