მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ლაშა პაპაშვილი ე.წ. "გახარიას წერილზე": გიორგი გახარიას ძალიან კარგად ვიცნობ

5ca7a52ca4610
თელარა გელანტია
06.04.19 12:20
5759
„ვერ შეიძლება მსხვილი ბიზნესი და სახელმწიფო დაპირისპირებული იყოს და თან აკეთოს ბიზნესი ასეთ პატარა ქვეყანაში. ამდენად, ჩვენ სულ პროსახელმწიფო ვართ. სხვანაირად არ გამოდის მსხვილი ბიზნესის კეთება“, - ასე უპასუხა პაპაშვილმა bm.ge-თან ინტერვიუში „ხაზარაძის საქმესთან“ დაკავშირებულ ერთ-ერთ კითხვას.

Bm.ge-მ ლაშა პაპაშვილს რამდენიმე ბლიც-კითხვა ე.წ. გახარიას წერილზეც დაუსვა.

ბატონო ლაშა, ე.წ. გახარიას წერილი - ყველაზე ხმაურიანი ნაწილი ამ საქმეში. გიორგი გახარიას ბიზნესომბუდსმენობიდან იცნობთ, მერე ეკონომიკის მინისტრი იყო...

ძალიან კარგად ვიცნობ...

მითუმეტეს... როგორ გგონიათ, დამწერია ის ე.წ. გახარიას წერილის?

ხომ სჯობს რომ ასეთი კითხვები პოლიტიკოსებს მისცეთ?

თქვენი აზრი მაინტერესებს, თან თუ კარგად იცნობთ...

არც მინდა რომ შევაფასო, არ არის საჭირო, თქვენ ახლა ერთ წვეთ ნავთს დაასხამთ ცეცხლზე. რა პასუხიც არ უნდა გაგცეთ - ერთი ასე გამოიყენებს, მეორე - ისე...

თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მსგავსი წერილები არ არსებობდეს საერთოდ, რომ თქვენც არ მიიღოთ მუქარის წერილები...

თქვენ ფიქრობთ, რომ პრევენციას გავუკეთებ თუ ვიტყვი რომ არსებობდა ან არ არსებობდა მსგავსი წერილი? ჩვენ ვართ ძლიერად, ჩვენ გვინდა, ამ ქვეყნის მომავალი ლამაზი და კარგი იყოს. ამდენად, არ არსებობს ძალა, რომელიც ჩვენს ამ კეთილ ზრახვას გააჩერებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები