„საბანკო რეგულაციებს იპოთეკურ დაკრედიტებაში, ვფიქრობ, რომ ნელ-ნელა უნდა მოუშვან“, - ამის შესახებ საქართველოს ბიზნესასოციაციის ვიცეპრეზიდენტი ლაშა პაპაშვილი აცხადებს.
აღნიშნული კომენტარი მან ასოციაციის ფორმატში საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.
შეხვედრის ძირითადი თემა სწორედ პირველი იანვრიდან ამოქმედებული დაკრედიტების წესი იყო, რომლითაც ფიზიკურ პირებს შემოსავლის დადასტურების გარეშე სესხების აღება აეკრძალათ.
„საბანკო რეგულაციებს იპოთეკურ დაკრედიტებაში, ვფიქრობ, რომ ნელ-ნელა უნდა მოუშვან და ამისთვის, მე მგონი, არის მზაობა. ბანკები თავს არ იკლავდნენ, რომ გინდა თუ არა ხვალ... უფრო დეველოპერებს აწუხებთ ეს. არის ამ რეგულაციების ქვეშ მოხვედრილი ისეთი ადამიანები, რომლებიც შეიძლება ძალიან ადვილად დაკრედიტდნენ. მათი ვალაუვალობის პრობლემა არ დგას“, - განაცხადა პაპაშვილმა.

























