მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ლაშა პაპაშვილი კახეთში ზეთისხილის ბაღებს გააშენებს

5c2bcbea0f0ab
თამუნა ქემერტელიძე
02.01.19 16:04
2543
ბიზნესმენი ლაშა პაპაშვილი კახეთში ზეთისხილის ბაღებს გააშენებს.

ამის შესახებ bm.ge -ის თავად ბიზნესმენმა განუცხადა.

პაპაშვილის თქმით, დაახლოებით, 15 ჰექტარზე ზეთისხილის ბაღების გაშენებას წელს დაიწყებს.

“2019 წელს დაანონსებული გვაქვს თაფლის და გუდის ყველის წარმოების დაწყება, რომელსაც დაემატება ზეთისხილის ბაღები; ამ მიმართულებით, ყველა ჩემი ბიზნესი ყვარელშია”, - აცხადებს პაპაშვილი.

მისივე თქმით, ზეთისხილის ბაღების პროექტის საინვესტიციო ღირებულება დაახლოებით, 300 ათასი ლარია და მის განსახორციელებლად სოფლის მეურნეობის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამით ისარგებლებს, რომელიც მრავალწლიანი კულტურების ბაღების გაშენებაში თანადაფინანსებას ითვალისწინებს.

სოფლის მეურნეობის პროექტების გარდა, ბიზნესმენს სასტუმრო ინდუსტრიის მიმართულებითაც აქვს გეგმები.

ლაშა პაპაშვილის თქმით, 2019 წელს გეგმავს როგორც - ჭავჭავაძის კომპლექსის, ასევე თუშეთში 43-ნომრიანი სასტუმროს გახსნას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები