მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ლაშა პაპაშვილი ლარის კურსზე: ფარდის მიღმა რაღაც ხდება, რაც არ ვიცით

5a4e23607afc1
BM.GE
04.01.18 16:50
2660
ბიზნესმენი ლაშა პაპაშვილი ეროვნულ ბანკს მოსახლეობასთან და ბიზნესთან მეტ კომუნიკაციას ურჩევს. პაპაშვილი bm.ge-სთან საუბრისას ამბობს, რომ თუკი ლარის გაუფასურება ნეგატიურ მოლოდინებს უკავშირდება, მაშინ ამ მოლოდინების მოხსნა მეტი კომუნიკაციითაა შესაძლებელი.

„თუ დაასაბუთებენ რა არის ნეგატიური მოლოდინები, ის მოიხსნება. როდესაც არ ჩანან ნეგატიური მოლოდინები რჩება. მეტი კომუნიკაცია უნდა ბიზნესსაც და მოსახლეობასაც. თუ ფუნდამენტური ფაქტორები კარგია რატომ უფასურდება ლარი? რაღაც ფარდის მიღმა ხდება ისეთი რაც ჩვენ არ ვიცით. ჩვენ ვითხოვთ მკაცრად, - ან ინტერვენცია გააკეთეთ და რყევები არ დაუშვათ, და თუ ფუნდამენტი არ გვაქვს ჩვენც უნდა გვითხრან რას ველოდოთ. მე რომ მკითხოთ მეტ ჩარევას მოვიაზრებდი მათგან ამ რყევებში. ბიზნესი ვაქცინას პოულობს და შეჩვეულია რყევებს, თუმცა ეკონომიკისთვის ცუდია“,- ამბობს პაპაშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები