მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ლაშა პაპაშვილი: "პრემიერთან TBC-ის საქმეზე შეხვედრა ბიზნესასოციაციის ინიციატივით შედგა"

5c7529e06b7c9
თამუნა ქემერტელიძე
26.02.19 15:57
2270
პრემიერთან TBC -ის საქმეზე შეხვედრა ბიზნესასოციაციის ინიციატივით შედგა, - ამის შესახებ bm.ge-ის ბიზნესმენმა ლაშა პაპაშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, შეხვედრა, დაახლოებით, ერთი თვის წინ გაიმართა და განსახილველი საკითხიც ერთი იყო და ის TBC ბანკს უკავშირდებოდა.

მთავრობის მეთაურთან შეხვედრის შესახებ ინფორმაცია IPN-თან დაადასტურა ბიზნესმენმა სოსო ფხაკაძემაც.

მისი თქმით, საქართველოს ბიზნეს-ასოციაცია იყო პირველი, ვინც ამ თემაზე კავშირი დაამყარა ხელისუფლებასთან.

“ჩვენ მივიღეთ ძალიან ცალსახა დაპირება "თიბისი ბანკთან" დაკავშირებით, რომ ბანკი იყოს ჩვენი წევრი, როგორც ინსტიტუცია. ბუნებრივია, გვაინტერესებდა მისი როლი. ამაზე მივიღეთ ძალიან ცალსახა დაპირება. ყველას ძალიან კარგად ესმის, ხელისუფლებას ჩვენზე ნაკლებად არ ესმის, რომ ეს არის საკმაოდ მსხვილი სისტემური ბანკი და მისი სტაბილურობა დამოკიდებულია ჩვენი ქვეყნის საფინანსო სისტემურ სტაბილურობაზე. რა შეპირებაც მივიღეთ, ესეც განხორციელდა და მე მგონი "თიბისი ბანკთან" დაკავშირებით ამ ეტაპზე ყველაფერი გარკვეულია. ეს ბანკი ისეთივე წარმატებული იქნება, როგორც იყო. ბუნებრივია, ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს ფუნქციონირებას", - განაცხადა ფხაკაძემ.

ცნობისთვის: დღეს პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ TBC ბანკის თემაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ მას ბიზნესასოციაციის წარმომადგენლებთან შეხვედრა ჰქონდა.

თავად მამუკა ხაზარაძე კი ირწმუნება, რომ არცერთ სახელმწიფო მოხელეს არ გამოუთქვამს სურვილი, პრემიერის და მისი მინისტრების ჩათვლით, შევხვედროდნენ და პირადად დაინტერესებულიყვნენ ამ მეტად მნიშვნელოვანი საქმით.

„მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე მათგანს პირადად მივწერე და შესაბამისი დოკუმენტებიც გადავუგზავნე გასაცნობად, პასუხი არავისგან მოსულა. სამაგიეროდ მოვისმინე მათი ბევრი კომენტარი საჯარო სივრცეში“, - დაწერა ხაზარაძემ რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები