საქართველოს ბიზნეს-ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი ლაშა პაპაშვილი სესხების გალარების ერთჯერად სოციალურ პროგრამას დადებითად აფასებს.
ამის შესახებ მან ბიზნესკონტრაქტს განუცხადა, მაგრამ აღნიშნა, რომ "ეს ზღვაში წვეთია".
"სესხების გალარების პროგრამა ერთ-ერთი მექანიზმია იმისა, რომ ლარი გამყარდეს და დასტაბილურდეს. ვფიქრობ, ეს არის სწორი გადაწყვეტილება ამ ქვეყნისთვის, რომ უცხოურ ვალუტაზე ძალიან მიბმული არ ვიყოთ, მაგრამ ეს ზღვაში წვეთია იმასთან შედარებით, რაც ეკონომიკურმა ბლოკმა ყოველდღიურად უნდა აკეთოს“, - აცხადებს ლაშა პაპაშვილი.
შეგახსენებთ, მთავრობის და ეროვნული ბანკის მიერ შემუშავებული სესხების გალარების ერთჯერადი, სოციალური პროგრამა 17 იანვრიდან ამოქმედდება.

























