მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ლაშა პაპაშვილი: თუ რამეს ხელს მოკიდებს მამუკა ხაზარაძე, გამოუვა

5d24551c9d5e5
თამუნა ქემერტელიძე
09.07.19 12:50
2633
„ყველა წარმატებულმა მოქალაქემ, რომელიც ამ ქვეყნაშია, თავისი წვლილი უნდა შეიტანოს და ერთი აგური დადოს აღმშენებლობაში; თუ მამუკა ხაზარაძე ამას მოკიდებს ხელს, ძალიან კარგი იქნება”, - აცხადებს ბიზნესმენი ლაშა პაპაშვილი.

Bm.ge-ის კითხვაზე - რატომ გადაწყვიტა ხაზარაძემ საზოგადოებრივი მოძრაობის შექმნა, პაპაშვილის აზრით, ეს შეიძლება უკავშირდებოდეს როგორც ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს, ასევე - ანაკლიის პორტის პროექტსაც.

“მე პერმანენტულად და ოპოზიციაზე ნაკლებად არ ვაკრიტიკებ ხელისუფლებას, ოღონდ კეთილი განწყობით და ზედმეტებში არ შევდივარ. ეს ნაწილია საზოგადოებრივი ცხოვრების და ასეთები უნდა ვიყოთ ყველანი. ვფიქრობ, რომ იქ სადაც კრიტიკაა საჭირო, უნდა ვაკრიტიკოთ, იქ სადაც დაყვავებაა საჭირო, დავუყვავოთ, სადაც მეგობრობაა საჭირო, მხარში დავუდგეთ... განხეთქილებაა ყველაზე საშიში სენი, რაც საუკუნეების განმავლობაში სჭირს ქართველებს. ამის დასაძლევად კი, ყველა ერთად უნდა დავირაზმოთ. თუ რამეს ხელს მოკიდებს მამუკა, გამოუვა, 27-28 წლიანი გამოცდილების მქონე ადამიანია”, - აცხადებს პაპაშვილი.

ცნობისთვის: როგორც მამუკა ხაზარაძემ სოციალურ ქსელში დაწერა, ის სექტემბერში საზოგადოებრივ მოძრაობას დააფუძნებს.

ხაზარაძის თქმით, მის საზოგადოებრივ მოძრაობაში გაწევრიანდებიან ისინი, "ვისაც გააერთიანებს საქართველოში თანამედროვე დასავლური ყაიდის სახელმწიფოს მშენებლობის იდეა".

მისი განცხადებითვე, მიმდინარე მოვლენები საგანგაშო სახეს იღებს, რაც ქვეყანაში ეროვნული ძალების გაერთიანებას ხდის აუცილებელს.

“ერთხელ და სამუდამოდ უნდა შეწყდეს ერთმანეთისადმი სხვადასხვა იარლიყების უსაფუძვლოდ მიწებება და ყველანი სამოქალაქო მშვიდობის იდეის გარშემო უნდა გავერთიანდეთ. მივიღე გადაწყვეტილება, ჩემს მეგობრებთან და თანამოაზრეებთან, სხვადასხვა სფეროს პროფესიონალებთან ერთად სექტემბერში დავაფუძნო საზოგადოებრივი მოძრაობა, რომლის მთავარი მიზანი ქვეყნის გაერთიანება და მისი დამოუკიდებლობის და თავისუფლების შენარჩუნება იქნება. გაუმარჯოს ერთიან და თავისუფალ საქართველოს! ღმერთი იყოს ჩვენი ქვეყნის მფარველი”, - წერს ხაზარაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები