ბიზნესმენი ლაშა პაპაშვილი ყვარელში მდებარე ფერმაში ულტრათანამედროვე საწველ დარბაზს აკეთებს, სადაც უახლესი ტიპის საწველი დანადგარების მონტაჟი მიმდინარეობს, როგორც მან Bm.ge-სთან საუბრისას განაცხადა, საწველი დარბაზი მაისის დასაწყისში ამოქმეედება და მის გახსნას მთავრობისა და დარგის წარმომადგენლები დაესწრებიან.
"ჩვენთან რძე იწველება ვაკუუმში სპეციალური დანადგარებით, ამჟამად ვაკეთებთ ფერმაში, ერთ-ერთ საუკეთსო, ახალ საწველ დარბაზს, რომელიც აპრილის ბოლოს, მაისის დასწყისში იქნება მზად, ეს იქნება უახლესი ტექნოლოგია, ჩვენ გვქონდა ,, დელავალის“ ფირმის აპარატურა და გადავდივართ ,,აფიმილქზე“, რომელიც ერთ-ერთი წამყვანი კომპანიაა მსოფლიოში, ეს აპარატურა წველის დროს, ონლაინ ზომავს რამდენი პროტეინი და რამდენი ცილაა რძეში, ასეთი ტექნოლოგია ჯერ არ დანერგილა საქართველოში“ - განაცხადა ბიზნესმენმა.
ლაშა პაპაშვილის ,,ყვარლის ბაგა“ 2014 წლიდან ფუნქციონირებს და მასში 20 მილიონი დოლარის ინვესტიციაა ჩადებული. ფერმა დღეში 14 ტონა რძეს აწარმოებს.

























