ლაშა პაპაშვილი რძის წარმოების გაორმაგებას გეგმავს, ბიზნესმენის ფერმა "ყვარლის ბაგა“ წლის ბოლოს, რძის პროდუქტების მწარმოებელ კომპანიებს ყოველდურად 25 ტონა რძით მოამარაგებს, - ამის შესახებ Bm.ge-ს ბიზნემენმა თავად განუცხადა.
"დავიწყეთ 100 მეწველი ძროხით, ეს იყო 2014 წლის მიწურულს, დღეს უკვე 1000 ძროხა გვყავს, იმ კონკრეტულ ადგილას, ყვარელში, სადაც ეს ფერმა განვავითარეთ მაქსიმუმს მივაღწიეთ და ესეც იყო გათვლილი, სამ ფაზად გვქონდა დაყოფილი და მესამე დამასრულებელ ფაზაში ვართ. ფერმა არის ფლაგმანი, როგორც ხარისხით, ასევე ოდენობით, ამჟამად ბაზარს ყოველდღიურად ვაწვდით 14 ტონა საღ რძეს და წლის ბოლოს მივაწვდით 25 ტონას, გადამამუშავებელი წარმოება ჯერ არ გვაქვს, შესაძლოა ამაზე მომავალში ვიფიქროთ“ - განაცხადა ბიზნესმენმა.
როგორც ლაშა პაპაშვილი განმარტავს, რძის პროდუქტების წარმოებაზე ჯერ არ ფიქრობს, რადგან მოთხოვნა დიდია და კომპანიებთან, ვისაც ფერმა რძით ამარაგებს, გრძელვადიანი ხელშეკრულებებია გაფორმებული.
"ჩვენი რძის შემსყიდველები არიან ფლაგმანი, რძის გადამამუშავებელი კომპანიები: "სანტე“ , "აგროჰაბი“, "პეპსიკო“, (ანუ ვილბინდანი), ეხლა ,,ნატურალ+“ დაემატა კიდევ, იმდენად დეფიციტია ქართულ ბაზარზე, რომ ჩვენ დავიწყოთ საკუთარი წარმოება , მათ ვეღარ მივაწვდით რძეს. შესაძლოა სამომავლოდ განვავითაროთ ეს მიმართულება და ახალი ფერმები ავაშენოთ“ - განუცხადა Bm.ge-ს ბიზნესმენმა.
წლის ბოლოს "ყვარლის ბაგაში“ ძროხების რაოდენობა ორჯერ გაიზრდება და 2000 სულს შეადგენს, საიდანაც 1000 მეწველი იქნება.
"ეს არის ჰოლშტეინის ჯიშის ძროხები, ეს საერთაშორისო ჯიშია, რომელმაც სხვადასხვა ქვეყანაში განიცადა ადაპტაცია, მაგალითად ევროპაში მისი წველადობა საშუალოდ 8500 ლიტრია წელიწადში, ჩვენ 9200 ლიტრით დავხურეთ წელი, ანუ ევროპა უკან ჩამოვიტოვეთ, თუმცა არიან ქვეყნები, მაგალითად ისრაელი, სადაც უკეთესი მაჩვენებლებია, 12 000 ლიტრს შეადგენს იქ ამ ჯიშის წველადობა, ეს დამოკიდებულია სწორ მენეჯმენტზე, კვებაზე, მოვლაზე, მაგალითად ჩვენ ძროხას ვუკეთბთ ე.წ ,,პედიკიურს“, რაც აუცილებელია წელიწადში ერთხელ გაუკეთდეს, ეს პირდაპირ კავშირშია ძროხის სიცოცხლის ხანგრძლივობასთან და წველადობასთან. ამისთვის გვაქვს სპეციალური საოპერაციო მაგიდა და ხელსაწყოები და იქ ტარდება ეს პროცედურა, ამ დროს უნდა დაუმუშაო ფეხი, გაუსუფთაო, მოაშორო ჩაზრდილი რაღაცეები, მინდა გითხრათ, როგორც კი ეს პროცედურა უტარდება ძროხას, ხუთი ლიტრით იმატებს მისი წველადობა მეორე დღესვე“ - განაცხადა ლაშა პაპაშვილმა.
ფერმაში ძროხებს ძითადად მწვანე ბალახით კვებავენ, რომელსაც თავად აწარმოებენ.
"ძირითადი საკვები ნედლეული არის მწვანე მასა, რომლიც 60%-ს შეადგენს კვებისას და ვაწარმოებთ ჩვენ თვითონ, გვაქვს 350 ჰექტარი მიწა, რაც შეეხება დანამატებს, ეს არის ლუდის, თუ მზესუმზირის ნარჩენები, ესაც ქართულია და კომპანიებისგან ვყიდულობთ. ძალიან მნიშვნელოვანია მოლასისი, ანუ ჭარხლის ნარჩენი, რომელიც აგარის ქარხნიდან შემოგვქონდა, სამწუხაროდ ეხლა შეწყვიტა წარმოება და მისი დედა კომპანიიდან, აზერბაიჯანიდან შემოგვაქვს “ - განაცხადა ბიზნესმენმა.
ლაშა პაპაშვილმა "ყვარლის ბაგაში“ 20 მილიონი დოლარის ინვესტიცია ჩადო.