მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ლაშა ხუციშვილი EBRD-ის მმართველთა საბჭოს ვიცე-თავმჯდომარის პოსტს დაიკავებს

627ce8544fadb
ვიქტორია მღებრიშვილი
12.05.22 15:00
711
საქართველოს ფინანსთა მინისტრი, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკში ( EBRD) საქართველოს მხრიდან მმართველი ლაშა ხუციშვილი, ბანკის მმართველთა საბჭოს გადაწყვეტილებით, 2022-2023 წლებში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (ევრობანკის) ვიცე-თავმჯდომარის პოსტს დაიკავებს. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, კიდევ ერთი ვიცე-თავმჯდომარე იორდანიის ჰაშემიტური სამეფოს წარმომადგენელი იქნება. ევრობანკის მმართველთა საბჭოს თავმჯდომარედ კი ერთი წლის ვადით ავსტრიის მხრიდან მმართველი დაინიშნა.

აღნიშნული გადაწყვეტილება ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ყოველწლიურ შეხვედრაზე იქნა მიღებული, რომელიც წელს მაროკოში იმართება.

ევრობანკის მომდევნო წლიურ შეხვედრას 2023 წელს უზბეკეთის ქალაქი სამარყანდი უმასპინძლებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები