პარლამენტში შექმნილი სამუშაო ჯგუფი სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული და მომგებიანი თამაშების შესახებ საკანონმდებლო ცვლილებებს ამზადებს. ერთ-ერთი ინიციატივის მიხედვით, შეიზღუდება ონლაინ თამაშებთან წვდომა, დაწესდება ასაკობრივი ცენზი და ამოქმედდება თვითშეზღუდვის მექანიზმი, რაც სისტემაში გაშავებას გულისხმობს.
ფინანსთა მინისტრის მოადგილე, ლაშა ხუციშვილი სათამაშო ბიზნესის რეგულირებას ემხრობა, თუმცა არა იმ ფორმით, როგორადაც ეს პარლამენტში შექმნილ სამუშაო ჯგუფის წევრებს წარმოუდგენიათ. მისი თქმით, ონლაინ თამაშების აკრძალვა გამოსავალი არის, რადგან ეს დაკ ავშირებულია უცხოურ საიტებზე თამაშის შესაძლებლობასთან.
"სოციალური ნაწილი იგივე დარჩება, ვინც თამაშობს არ ითამაშებს საქართველოში, მაგრამ ითამაშებს საზღვარგარეთ. ეფექტი მხოლოდ ისაა, რომ თანხის გადინება მოხდება ქვეყნიდან", - აცხადებს ლაშა ხუციშვილი.
რაც შეეხება უცხოურ სერვერებთან წვდომის აკრძალვას, რა ინიციატივითაც პარლამენტარები გამოდიან, მათ საპასუხოდ ხუციშვილი ამბობს, რომ უცხოური საიტების შეზღუდვა შესაძლებელია, თუმცა არაეფექტური გზით.
"იქიდან გამომდინარე, რომ ტექნოლოგიები ასეა განვითარებული, შესაძლებელია ამის გვერდის ავლით მოხდეს თამაშებთან წვდომა. თუ სხვა ქვეყნების პრაქტიკას გავითვალისწინებთ, ჩაკეტვა მილიარდი დოლარი შეიძლება დაუჯდეს სახელმწიფოს", - აცხადებს ფინანსთა მინისტრის მოადგილე.

























