მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ლაშა ხუციშვილმა და კობა გვენეტაძემ საერთაშორისო სავალუტო ფონდში შეხვედრები გამართეს

634b9fe2c2332
BM.GE
16.10.22 10:07
528
ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში, ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ შეხვედრები გამართეს საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელ დირექტორთან, პოლ ჰილბერსთან გამართეს შეხვედრა - ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

შეხვედრებს დაესწრნენ მინისტრის მოადგილეები ეკატერინე გუნცაძე და მირზა გელაშვილი, ასევე, ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი არჩილ მესტვირიშვილი.

"პოლ ჰილბერსთან ხაზი გაესვა საქართველოსა და საერთაშორისო სავალუტო ფონდს შორის თანამშრომლობას ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობისა და სტრუქტურული რეფორმების მხარდაჭერის მიმართულებით.

ყურადღება გამახვილდა 2022-2023 წლებსა და საშუალოვადიანი პერიოდის ფისკალური და მონეტარული პოლიტიკის საკითხებზე.

ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის უფროსთან შეხვედრისას აღინიშნა, რომ სსფ-ის მიერ, გლობალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზის შემცირების ფონზე, საქართველოს მიერ, გასულ და მიმდინარე წელს მიღწეული პროგრესი, საფუძველს იძლევა ქვეყანამ მომავალშიც შეინარჩუნოს ეკონომიკური ზრდის პოზიტიური დინამიკა.

ფისკალურ საქმეთა დეპარტამენტის უფროსთან შეხვედრაზე საუბარი შეეხო საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და ფინანსთა სამინისტროს თანამშრომლობის საკითხებს საჯარო ფინანსების აღრიცხვიანობის, ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის, ასევე, ფისკალური რისკების მართვის, საგადასახადო და საბაჟო ადმინისტრირების მიმართულებით,"- ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები