მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ლატარიის კომპანიის დავალიანება არასწორად შედგენილმა სახელშეკრულებო ვალდებულებებმა გამოიწვია"

5743e8ff80b39
ელენე გოგბერაშვილი
24.05.16 09:33
1453
ეკონომიკის სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ "ლატარიის კომპანიის" 70% გასაყიდად ელექტრონულ აუქციონზე მიმდინარე წლის იანვარში გამოიტანა, თუმცა აუქციონის ორჯერ გახანგრძლივების შემდეგ უწყებამ დისკრეციული უფლება გამოიყენა და ობიექტის პრივატიზაციის პროცესი შეაჩერა.
 
"საქართველოს ლატარიის კომპანიას" ბიუჯეტის მიმართ 216 მილიონ 318 ათას 937 ლარის ოდენობით დავალიანება გააჩნია. კომპანიის აქტივები, 2015 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით - 17 მილიონ 596 ათას 825 ლარია, ამავე პერიოდისთვის ვალდებულებების მოცულობა კი 217 მილიონ ლარს აჭარბებს, საიდანაც 216 მილიონ ლარზე მეტი სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ დავალიანებაა.

აღნიშნულთან დაკავშირებით ლატარიის კომპანიის ხელმძღვანელმა ლევან ჩიკვაიძემ პირველი კომენტარი "ბიზნესკონტაქტთან" გააკეთა და განაცხადა, რომ ამ მოცულობის დავალიანება 2009 წელს არასწორად შედგენილმა სახელშეკრულებო პირობებმა გამოიწვია.

"დღეის მდგომარეობით ლატარიის კომპანიის 70%-ის პრივატიზეება არ განიხილება.მე როგორც ამ კომპანიის დიორექტორს მაქვს ვალდებულება ვუზრუნველყო ორგანიზება. ლატარიის ორგანიზება მიმდინარეობს და ყოველდღიურად დიდი რაოდენობა მოსახლეობისა სარგებლობს ამ პროდუქტით და იღებს მისთვის კუთვნილ მოგებას, რომელიც არ დაკლებია მომხმარებელს. დავალიანების დაგროვება უფრო ღრმა თემაა. ეს არ არის ბიუჯეტის დავალიანება, ეს არის სახელშეკრულებო დავალიანება და ეს დავალიანება გამოწვეულია იმ არასწორად შედგენილი ვალდებულებებით, რომელიც 2009 წელს ხელშეკრულებით დაავალდებულეს კომპანია. დღეს ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანა შეუძლებელია", - აცხადებს ლევან ჩიკვაიძე.

ლატარიის კომპანიას ლატარიის მთელი რიგი თამაშობების ჩატარების ექსკლუზიური ლიცენზია ტენდერის შედეგად 2009 წლის 1 ივლისს, 15 წლის ვადით, ფინანსთა სამინისტროსთან გაფორმებული შეთანხმების საფუძველზე გადაეცა. 2011 წელს კი ეკონომიკის სამინისტრომ ლატარიის კომპანიის მართვის უფლება 5 წლის ვადით საქართველოს ფოსტას გადასცა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები