რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, სერგეი ლავროვი აფხაზეთისა და “სამხრეთ ოსეთის” ე.წ. პრეზიდენტებს სამმხრივი ფორმატის ფარგლებში შეხვდება. შეხვედრა, 3 ოქტომბერს, სოჭში გაიმართება.
საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში აღნიშნულია, რომ “მხარეები” რეგიონალურ და საერთაშორისო საკითხებს განიხილავენ.
“დღის წესრიგში ორმხრივი ურთიერთობების აქტუალური საკითხების ფართო სპექტრი შედის, განიხილება რეგიონული და საერთაშორისო საკითხები. სამმხრივი მოლაპარაკებების მიმდინარეობისას განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის კუთხით კოორდინაციის თემას ჟენევის დისკუსიების პლატფორმაზე, რომელიც დიალოგის უნიკალურ ფორმატს წარმოადგენს”, - აღნიშნულია განცხადებაში.
ე.წ. შეხვედრის დროს “მინისტრები ასევე ხელს მოაწერენ საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის 2024-2025 წლებში კონსულტაციების გეგმებს”.