რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს პრემიერის განცხადებას ეხმაურება იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოში ჩასული სტუმრები უსაფრთხოდ არიან და ირონიულად დასძენს, რომ რუსი დეპუტატებიც საქართველოში სტუმრები იყვნენ.
ამის შესახებ რუსეთის პირველმა დიპლომატმა მალდიველ კოლეგასთან შეხვედრისას გააკეთა.
"ჩვენ ვისმენთ, თუ როგორ ამბობს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, რომ ყველა სტუმარი საქართველოში უსაფრთხოდ არის. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ბატონი გავრილოვი და მისი დელეგაციის წევრები სტუმრები იყვნენ, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, თუმცა უსაფრთხოდ არ ყოფილან", - განაცხადა ლავროვმა.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ასევე რუსებისადმი ქართველების დამოკიდებულებას გამოეხმაურა და ამის მაგალითად, საქართველოს პრეზიდენტის განცხადება მოიყვანა.
"რაც შეეხება იმას, თუ როგორი დამოკიდებულება აქვთ საქართველოში რუსების მიმართ, ქვეყნის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ რუსეთი მტერი და ოკუპანტია", – დასძინა ლავროვმა.

























