მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ლაზიკა კაპიტალი": "კანონი მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ" მოძველებულია და დღეისთვის არაადეკვატურ შეზღუდვებს აწესებს

5922b5fb3549e
სალომე მეცხვარიშვილი
24.05.17 09:40
1726
მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "ლაზიკა კაპიტალის" ხელმძღვანელი ბესიკ შენგელია აცხადებს, რომ "კანონი მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ" მოძველებულია და თანამედროვე გამოწვევებს ვერ პასუხობს.

ბესიკ შენგელიას თქმით, კანონი 2006 წელს არის მიღებული და არაადეკვატურ შეზღუდვებს აწესებს.

"საუბარია ისეთ არაადეკვატურ შეზღუდვებზე, რომელიც ხელს უშლის სფეროს განვითარებას, აფერხებს კონკურენციის ჯანსაღ პირობებს. მაგალითად სესხის ზომა, რომელიც არსებული კანონით შეზღუდულია 50 ათასი ლარით. 2006 წელს ამ თანხის უნარი იყო სხვა, დღეს აბსოლუტურად სხვაა. შეზღუდვებია, ასევე, კაპიტალის მოცულობაზე. სხვა მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში ინვესტიციის შემთხვევაში არ გვაქვს უფლება განვახორციელოთ ინვესტიცია, საუბარია მხოლოდ მინიმალურ თანხებზე. რაც ასევე არარელევანტურია",- აცხადებს ბესიკ შენგელია.

მისი თქმით, ეროვნული ბანკი უკვე მუშაობს ახალ კანონზე და კანონპროექტის პირველად ვარანტში ბიზნესის შენიშვნები გათვალისწინებულია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები