მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

LBP Law Office - იურიდიული კომპანია ახალი ხედვებით

613b50f06c8e0
ვიქტორია მღებრიშვილი
10.09.21 21:41
1494
LBP Law Office იურიდიული კომპანიაა, რომელიც თანამედროვე მიდგომებით 2020 წლის სექტემბერში შეიქმნა და ერთი წლის თავზე მათი პორტფოლიო რამდენიმე წარმატებულ პროექტს აერთიანებს.

სამართლებრივი მომსახურების სფეროში გაჯერებული ბაზრის მიუხედავად, პარტნიორები არსებული კონკურენციას და გამოწვევებს არ შეუშინდნენ და ახალი ხედვებით და გაერთიანებული გამოცდილებით ბაზარზე არსებულ ბიზნესებს, სტარტაპებსა თუ უბრალოდ მოქალაქეებს სერვისი შესთავაზეს. საქმე ისაა, რომ საბა ქევხიშვილმა საბანკო სფეროში იურიდიული კუთხით, გიორგი შალამბერიძემ - კრიპტოვალუტების მიმართულებით, ხოლო მიხეილ რეხვიაშვილმა - სამშენებლო სექტორში სამართლებრივი მომსახურების ნაწილში არსებული ცოდნით, პანდემიის პერიოდში საკუთარი ბიზნესის წამოიწყეს და ერთი წლის თავზე აცხადებენ, რომ მათ უფრო ფართო გეგმები აქვთ, ვიდრე პარტნიორებისთვის მხოლოდ სამართლებრივი მომსახურებაა.

BM.GE-სთან საუბრისას კომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებელი საბა ქვეხიშვილი კომპანიის უპირატესობებზე საუბრობს და აცხადებს, რომ მათ თავისი ასაკი, ცოდნა და ხედვა კონკურენტულ უპირატესობად აქციეს.

„საქართველოში იურიდიული სფერო ზოგადად გადატვირთულია, მაგრამ ჩვენ ვთვლით, რომ კონკურენტული მიდგომები გვაქვს, ამიტომ გადავწყვიტეთ ჩვენი მრავალმხრივი გამოცდილება გაგვეერთიანებინა და ერთ გუნდად შეკრულებს ამ ღირებულებებისა და ცოდნის საზოგადოებისთვის შეთავაზება დაგვეწყო. თავის დამკვიდრება მარტივი არ ყოფილა, თუმცა ჩვენ გამოწვევებს არ ვუშინდებით და ვთვლით რომ ჩვენი ასაკი მთავარი უპირატესობაა. ამ დროისთვის დიდი გამოცდილება დავაგროვეთ.

დღეს კლიენტებს და პარტნიორებს სამოქალაქო და ადმინისტრაციული მიმართულებით მომსახურებას ვთავაზობთ, თუმცა მხოლოდ სამართლებრივი ნაწილით არ შემოვიფარგლებით და ვცდილობთ ჩვენს მომსახურებაში ბიზნეს კონსულტაციებიც ჩავრთოთ, რითაც პარტნიორებს მაქსიმალურ შედეგებს მოვუტანთ“, - აცხადებს საბა ქევხიშვილი.

ბიზნეს კონსულტირება ქართული პროდუქტის ექსპორტის კუთხით დაიწყეს და დამფუძნებელი პარტნიორის მიხეილ რეხვიაშვილის ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტში მაგისტრატურაზე სწავლების პერიოდი შესაძლებლობად აქციეს.

„ავსტრიაში გვაქვს ადგილზე წარმომადგენლობა, თუმცა გვსურს რომ წარმომადგენლობები ჩვენს პარტნიორებს სხვა ქვეყნებშიც შევთავაზოთ. ეს გულისხმობს საექსპორტო ბაზარზე მათთვის საინტერესო ხალხის მოძიებას, გასაუბრებას, შეთანხმებას და ა.შ. ვფიქრობ, ქართული პროდუქტის ექსპორტის ხელშეწყობა ქართული კომპანიებისთვის და ზოგადად ქვეყნის ეკონომიკაზე დადებითად აისახება და სამომავლოდ უფრო მეტს შევთავაზებთ ჩვენს პარტნიორებს. რამდენიმე კომპანიასთან ამ ეტაპზე უკვე მიმდინარეობს და ამ კუთხით ჩვენი აქტივობა კიდევ უფრო გაიზრდება“, - ამბობს საბა ქევხიშვილი.

სტარტაპები, ტექნოლოგიურ კომპანიები, მცირე და საშუალო ბიზნესები, კვების ობიექტები - ეს LBP Law Office-ის სამუშაო არეალებია, სადაც როგორც პარტნიორები ამბობენ, ინტერესი მათი სერვისების მიმართ გაზრდილია.

„პარტნიორების და კლიენტები ხედავენ, რომ მხოლოდ სამართლებრივი მომსახურებით არ შემოვიფარგლებით და მეტი ბენეფიტის მოტანა შეგვიძლია მათთვის. როდესაც კლიენტი მოდის ჩვენთან და ხედავს, რომ ჩვენ მის საქმეს, როგორც საკუთარს ისე ვუყურებთ და ახალ-ახალი იდეები გვაქვს, მათი ინტერესიც იზრდება“, - აღნიშნავს კომპანიის თანადამფუძნებელი.

პარტნიორებმა კონკურენტულ გარემოში პოზიციონირებისთვის, საფასო პოლიტიკის მიმართაც განსხვავებული მიდგომა არჩიეს.

„ჩვენ მკაცრად განსაზღვრული საფასო პოლიტიკა არ გვაქვს, რაც ინდივიდუალური მიდგომებს გულისხმობს. თითოეულ პარტნიორს მისთვის მისაღებ პირობას ვთავაზობთ. ვთვლით, რომ პარტნიორების წარმატება ჩვენი წარმატებაა. ამიტომ მივიჩნევთ, რომ ამ კუთხითაც სხვა იურიდიულ კომპანიებთან შედარებით კონკურენტული უპირატესობა გვაქვს“, - თქვა საბა ქევხიშვილმა.

LBP Law Office-ის მმართველი პარტნიორები სამომავლო გამოწვევებსაც არ უშინდებიან, განვითარებას განაგრძნობენ და სამართლებრივი თუ ბიზნეს კონსულტირების ნაწილში კონკრეტული გეგმები აქვთ.

„იურიდიულ სფეროს კუთხით, ვფიქრობთ ტექნოლოგიების შემოტანა მნიშვნელოვანია, რადგან მომავალი ტექნოლოგიებთანაა დაკავშირებული, ამიტომ სმარტ კონტრაქტების შემოტანას ვგეგმავთ, რაზეც მუშაობა დაწყებული გვაქვს.

ამასთან სამომავლოდ მხოლოდ იურიდიული სფეროთი შემოფარგვლას არ ვგეგმავთ, შესაბამისად ჩვენს პარტნიორ კომპანია Kudos Georgia-სთან ერთად საინვესტიციო ფონდების შესახებ კანონის განხილვას და პრეზენტაციის მოწყობასაც ვგეგმავთ.

აქტიურად ვაწარმოებთ მოკვლევებს სხვა სფეროების მიმართულებით, რომლის შემდეგაც სხვადასხვა მიმართულებით პარტნიორ კომპანიებს სხვადასხვა სახის მომსახურებას შევთავაზებთ“, - უთხრა BM.GE-ის LBP Law Office-ის თანადამფუძნებელმა საბა ქევხიშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები