მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

LC Waikiki: ბათუმის მაღაზიებში, საუბრიდან გამომდინარე ვხვდებით, რომ რუსები შემოდიან

6230bd6bd03b0
ლიკა გურაბანიძე
17.03.22 00:20
2498
LC Waikiki-ში ბოლო სამ კვირაში რუსი მომხმარებლების მატების ტენდენციას ამჩნევენ, თუმცა მათი რაოდენობის ზუსტი დათვლა დაბლოკილი საბარათე სისტემების გამო ვერ ხერხდება. ამის შესახებ bm.ge-სთან საუბრისას კომპანიის საქართველო-სომხეთის დირექტორმა გიორგი დალალიშვილმა ისაუბრა.

“გარეგნულად და საუბრიდან გამომდინარე ვხვდებით, რომ რუსები არიან. ეს შესამჩნევი ძირითადად ბათუმის მაღაზიებშია. თანხას ნაღდი ანგარიშსწორებით იხდიან. მოგეხსენებათ, რომ რუსი ტურისტების უმეტესობა ე.წ. ერთი ჩანთით ჩამოვიდა და რაც სჭირდებათ აქ ყიდულობენ", - განაცხადა დალალიშვილმა.

რაც შეეხება რუსეთ-უკრაინის ომის გამო ადგილობრივ ბაზარზე ფასების გაძვირების საკითხს, გიორგი დალალიშვილი აღნიშნავს, რომ LC Waikiki წელს ფასების ცვლილებას არ აპირებს. თუმცა რუსეთ-უკრაინის ომის კრიზისი გამო, 2023 წლის კოლექციებზე, რომელიც აპრილიდან იკერება, ფასების მინიმუმ 15%-იანი ზრდა მოუწევთ.

“ჩვენი კოლექციები ერთი წლით ადრე იკერება და შეკვეთებიც სწორედ ამ პერიოდში კეთდება, შესაბამისად ფასი იმ პერიოდში არსებული კურსის მიხედვით დგინდება. რისკები წლის დაგეგმვის დროს გადავაზღვიეთ და ფასებსაც არ გავზრდით. LC Waikiki ყველასთვის ხელმისაწვდომი ბრენდია და ყველა ვარიანტი, რომ განვიხილოთ, თუ რაიმე სახის რისკი დადგება, ფასის ზრდას მოგების მარჟის შემცირება გვირჩევნია", - აღნიშნა გიორგი დალალიშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები