მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Leavingstone-ის ნამუშევარმა"გმირობის ნაყოფი" ნიუ-იორკში, Anthem Awards-ის ოქრო მოიგო

გმირობის ნაყოფი
05.02.24 11:00
143

ლივინსტონი Anthem Awardsის საქართველოდან პირველი გამარჯვებული გახდა

ციფრული კრეატიული სააგენტო ლივინგსტონის ნამუშევარი გმირობის ნაყოფი გახდა ოქროს ჯილდოს მფლობელი რიგით მესამე Anthem Awardsის National Awareness Campaign_ის კატეგორიაში.

The Anthem Awards ნიუ-იორკში დაფუძნებული დაჯილდოებაა, რომელიც დღესდღეობით აღიარებულია ყველაზე დიდ სოციალური ზეგავლენის ჯილდოდ. წლევანდელი Anthem Awardsის ჯილდოს გამარჯვებულები ციფრული ხელოვნებისა და მეცნიერების საერთაშორისო აკადემიამ IADAS-მა 44 ქვეყნიდან 2000-ზე მეტი მონაწილიდან შეარჩია.

Anthem-ის ჟიურის წევრები არიან თავიანთი სფეროების ინტელექტუალური ლიდერები, რომელიც მოიცავს: Heather Dowdy, Netflixის პროდუქტის ხელმისაწვდომობის დირექტორი; Alex Amouyel, Newman's Own Foundationის პრეზიდენტი და აღმასრულებელი დირექტორი; Noel Kinder, Nike-ის მდგრადობის მთავარი ოფიცერი; Shaniqua McClendon, Crooked Media/Vote Save America-ს პოლიტიკის ვიცე პრეზიდენტი; Rawle Andrews Jr., Esq., ამერიკის ფსიქიატრთა ასოციაციის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი; Alison Moore, Comic Relief US-ის აღმასრულებელი დირექტორი; Christina Lang, Mozilla-ს ჩრდილოეთ ამერიკის მარკეტინგის ვიცე პრეზიდენტი; Michelle Waring, Tom's of Maine მდგრადობისა და ყოველდღიური სიკეთის სტიუარდი, და მეტი.

Anthem Awardsის გამარჯვებული გმირობის ნაყოფის კამპანიას, რომელზეც ლივინგსტონმა ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტთან ერთად იმუშავა, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის დიდი მნიშვნელობა გააჩნია.

2008 წელს, რუსული აგრესიის შემდეგ, საქართველოს შუაგულში საზღვართან ცხოვრება უკიდურესად საფრთხის შემცველი გახდა. საქართველოს ცხინვალის რეგიონის ზოგიერთი ადგილობრივი მოსახლე იძულებული გახდა დაეტოვებინა ის მიწები, რომლებიც აქამდე თაობებს გადაეცემოდა. ამ დროისთვის 1033 მოქალაქეა გატაცებული. თუმცა, ზოგიერთი მამაცი ფერმერი ჯერ კიდევ რჩება საფრთხის მიუხედავად და ასაქმებს კიდეც სხვა სოფლების მოსახლეებს თავის ფერმებზე, რათა რეგიონმა არსებობა განაგრძოს. ჩვენ შევიმუშავეთ ბრენდინგი და უნიკალური კამპანია ამ მამაცი ფერმერების პროდუქციის პოპულარიზაციისთვის.

ამ ფერმერებს წახალისება სჭირდებოდათ და ჩვენ მათ მხარი დავუჭირეთ ახალი სადისტრიბუციო და საკომუნიკაციო არხებით. პროდუქტებს ვუწოდეთ - გმირობის ნაყოფი - მათი ვაჟკაცობის ზეიმის აღსანიშნავად და შევქმენით ლოგო - მწვანე ფოთლებისა და კენკრის ყლორტებით დამსხვრეული მავთულებით - რომელიც მათი ურყევი სულის სიმბოლო იქნებოდა.

ჩვენმა შეფუთვამ ისინი გამოაჩინა სუპერმარკეტებში და კამპანია აქტუალური თემა გახადა. მედია ინვესტიციების გარეშე ამ კამპანიას ჰქონდა 2 მილიონი Facebook-ის შთაბეჭდილება და ჯამში 10 ტონა და 7000 შეფუთვა პროდუქცია გაიყიდა!

Anthem Awards შეიქმნა 2021 წელს The Webby Awards-ის მიერ. The Anthem Awards პატივს სცემს ადამიანებს, კომპანიებსა და ორგანიზაციებს ვისი მისიაც არის გლობალური პროგრესი. თავად Webby Awards-ს The New York Times-ის მიერ არის „ინტერნეტის უმაღლესი პატივად“ აღიარებული და წამყვანი საერთაშორისო ჯილდოა, რომელიც პატივს სცემს ინტერნეტში ბრწყინვალებას. Anthem Awards-ს კი სურს გააძლიეროს ხმები, რომლებიც იწვევენ გლობალურ ცვლილებებს. "ჩვენ განვსაზღვრავთ ახალ ეტალონს გავლენიანი სამუშაოსთვის, რომელიც შთააგონებს საზოგადოებას, მიიღონ ზომები საკუთარ სფეროში ცვლილების მოტანის." - თქვა Patricia McLoughlin, Anthem Awardsის გენერალურმა მენეჯერმა.

ლივინგსტონის შესახებ: ლივინგსტონი დამოუკიდებელი სარეკლამო სააგენტოა, რომელიც 2010 წელს დაარსდა. ლივინგსტონი მდებარეობს თბილისში, საქართველო. მათი კლიენტების სიაში არიან: Siemens, PwC, Visa, Bavaria, UNICEF, Fox, Netflix და ა.შ. 2015 წელს ლივინგსტონი გახდა პირველი ქართული სააგენტო, რომელმაც კანის ბრინჯაოს ლომი მოიპოვა, დღესდღეობით მათ უკვე ორჯერ აქვთ კანის ბრინჯაოს ლომი მოგებული. ლივინგსტონი არის წამყვანი ციფრული კრეატიული სააგენტო ჩვენს რეგიონში. შთამბეჭდავია რომ სხვადასხვა საერთაშორისო სარეკლამო ფესტივალებიდან ჯამში 200 ჯილდოს მფლობელები არიან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები