მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლებარდეს გზის მშენებლობა ამ ეტაპზე გეგმაში არ გვიზის - ირაკლი ქარსელაძე

ლებარდე

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატის თქმით, ლებარდეს გზის მშენებლობა ამ ეტაპზე არ იგეგმება - ასე უპასუხა, ირაკლი ქარსელაძემ გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე "ოცნების" დეპუტატის, ილია ინჯიას კითხვას.

მისი თქმით, მიზეზი არის ის, რომ სამინისტროს აქვს მიდგომა, რომ არა მხოლოდ გზა, არამედ კურორტის სრული ინფრასტრუქტურა უნდა მოეწყოს. ამისთვის კი, აუცილებელია, ინვესტორის პოვნა.

"რეალურად, ამ ეტაპზე გეგმაში არ გვიზის, ვინაიდან, ჩვენი გეგმაც დამოკიდებულია ფინანსურ ასიგნებებზე რაც გვაქვს. ლებარდეს გზის ღირებულება საორიენტაციოდ რამდენიმე ათეულ მილიონს აჭარბებს. თუმცა, ჩვენ წარსულში გვქონია მსგავსი შემთხვევები და ყველაზე გამართული მიდგომაა, არა მხოლოდ აშენებული გზა, არამედ ეს იყოს კომპლექსური მიდგომა კურორტის განვითარებისთვის.

ანუ, ეს იყოს არა მხოლოდ სახელმწიფოს მიერ აშენებული გზა, არამედ, მეორეს მხრივ აუცილებლად არსებობდეს ეს იქნება ინვესტორი, თუ კერძო სექტორი რომელიც გეგმას წარმოადგენს და გზას ექნება კონკრეტული ფუნქცია კურორტთან მიმართებით და არა მხოლოდ გზის განვითარების კუთხით. ამ მიმართულებით, ბატონ ლევანთან [დავითაშვილთან] ერთად აქტიურად ვმუშაობთ. არის სპეციალური სამსახური, რომელიც ამ მიმართულებით მუშაობს და ამ თემებით არის დაკავებული. ჩვენი მხრიდან, ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი მხარდაჭერის შემთხვევაში, თუ იქნება კომპლექსური მიდგომა გვექნება მზაობა. უნდა მივიღოთ განვითარებული კურორტი და არა მხოლოდ აშენებული გზა", - განაცხადა მინისტრმა.

საქმე ის არის, რომ კურორტ ლებარდესთან მისასვლელი გზა ჯამში 34 კილომეტრია, აქედან 6 კილომეტრზე გზის საფარი 2019 წელს დაიგო. დარჩენილი 28 კილომეტრის გზის ინფრასტრუქტურული სამუშაოების დაწყება 2022 წელს იგეგმებოდა, რაზეც 26 მლნ ლარი დაიხარჯებოდა, თუმცა გზის მშენებლობა აღარ გაგრძელებულა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები