მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ლებრონ ჯეიმსი NBA-ში გუნდის ფლობით დაინტერესებული აღარ არის

ლებრონ ჯეიმსი კლუბის ფლობა

ლებრონ ჯეიმსი აცხადებს, რომ საერთოდ აღარ არის დაინტერესებული NBA-ში გუნდის ფლობით. ათი წლის წინ ჯეიმსმა პირველად საჯაროდ განაცხადა, რომ სურდა NBA-ის გუნდის ყიდვა, ხოლო დაახლოებით ოთხი წლის წინ აღნიშნა, რომ მისი გუნდი Las Vegas-ში უნდა ყოფილიყო. თუმცა ახლა, როცა ლიგა გეგმავს გაფართოებას და ახალი გუნდების დამატებას სწორედ ლას-ვეგასსა და სიეტლში, მისი ოცნება ნელ-ნელა ქრება.

მისი დიდი ხნის ბიზნესპარტნიორი Fenway Sports Group, რომელიც ფლობს Boston Red Sox-სა და Liverpool FC-ს, ასევე აღარ არის დაინტერესებული NBA-ში ინვესტირებით, განსაკუთრებით ლას-ვეგასის გაფართოების პროექტში. ერთ-ერთი მიზეზი არის ძალიან მაღალი ღირებულება. ლიგა სავარაუდოდ თითო ახალ გუნდზე დაახლოებით $8 მილიარდს ითხოვს.

Fenway Sports Group წლების განმავლობაში ითვლებოდა ჯეიმსის მთავარ ფინანსურ პარტნიორად ამ გეგმაში, ამიტომ კომპანიის უარი მნიშვნელოვნად ამცირებს იმის შანსს, რომ ლებრონი მომავალში გუნდის მფლობელი გახდეს.

ჯეიმსი, რომლის ქონებაც $1.4 მილიარდად არის შეფასებული, დამოუკიდებლად ვერ დაფარავდა ასეთი მასშტაბის ინვესტიციას და საჭიროებდა პარტნიორებს. მიუხედავად იმისა, რომ მას კავშირები აქვს სხვა მდიდარ ინვესტორებთანაც, მათ შორის Saudi Public Investment Fund-თან - NBA-ის წესები ზღუდავს სუვერენული ფონდების წილს გუნდებში მაქსიმუმ 20%-ით.

ამასთან, ჯეიმსს ჯერ უნდა დაესრულებინა კარიერა, რათა გუნდის ყიდვაზე ეზრუნა. ჯერ უცნობია ითამაშებს თუ არა ის 2026-27 სეზონში, ხოლო ლიგა ახალი გუნდების შესაძლო დამატებას 2028 წლისთვის გეგმავს, რაც დროს კიდევ უფრო ზღუდავს.

ბოლო წლებში NBA-ის კლუბების ღირებულება მკვეთრად გაიზარდა, მაგალითად, “Boston Celtics” გაიყიდა $6.1 მილიარდად, ხოლო “Los Angeles Lakers” დაახლოებით $10 მილიარდად შეფასდა, რაც კიდევ უფრო ართულებს ახალ ინვესტორებისთვის ბაზარზე შესვლას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები