მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლებრონ ჯეიმსის სასკოლო მაისურს აუქციონზე გასაყიდად გამოიტანენ

ლებრონ ჯეიმსის მაისური

2002 წელს 17 წლის ლებრონ ჯეიმსს “წმინდა ვინსენტისა და წმინდა მერის” სახელობის სკოლაში ფოტოსესია მოუწყვეს სახელწოდებით “რჩეული". იმავე დღეს ლებრონმა აღნიშნული მაისურით სასკოლო ტურნირშიც მიიღო მონაწილეობა და მედიის ყურადღების ცენტრშიც მოექცა.

ამ მოვლენიდან 22 წლის შემდეგ აღნიშნული მაისური ჰონკონგში Julien-ის სააუქციონო სახლს ექნება გამოტანილი და მისი გაყიდვიდან შემოსავალს 1-2 მილიონი დოლარის ფარგლებში ვარაუდობს. ასეთი რიცხვის დაფიქსირების შემთხვევაში მაისური გახდება ყველაზე ძვირად გაყიდული ტანსაცმელი, რომელიც სასკოლო სპორტის სახეობაში იქნა გამოყენებული.

Julien-ის სააუქციონო სახლის დირექტორის დევიდ გუდმენის განცხადებით, აღნიშნული მაისური ლებრონის დიდებული კარიერის პირველი ნაბიჯის სიმბოლოა, რის გამოც ის საკმაოდ ძვირად გასხვისდება.

ცნობისთვის, ჯეიმსმა აღნიშნული ნივთი თავის ერთ-ერთ თანაგუნდელს უსახსოვრა, რომელმაც 2019 წელს Goldin-ის აუქციონზე 187 ათას დოლარად გაყიდა, ახალმა მფლობელმა კი მისი კიდევ ერთხელ გასხვისება 2021 წელს 512 ათას დოლარად შეძლო, ახლა კი ამჯერად მესამედ, მაისური დიდი ალბათობით რამდენიმე მილიონ დოლარად გაიყიდება.

აუქციონი 27 სექტემბერს პირდაპირ და ონლაინ რეჟიმში გაიმართება და მაისურთან ერთად გასაყიდად ჯეიმსის ფოტოსესიიდან ერთ-ერთი უიშვიათესი სურათიც იქნება გამოტანილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები