მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ლედ-ნათურების მწარმოებელ ქართულ კომპანიას ევროკავშირის სახელმწიფო ტენდერებში მონაწილეობა სურს

589836cca4a6b
BM.GE
06.02.17 12:38
2201
ლედ-ნათურების მწარმოებელ ქართულ კომპანიას ევროკავშირის სახელმწიფო ტენდერებში მონაწილეობა სურს,- ამის შესახებ "ბიზნესკონტრაქტს" კომპანია Mygps.ge-ს ოპერაციების დირექტორმა დავით ჭიჭინაძემ განუცხადა.

"საქართელო არ არის მიერთებული Government Procurement Agreement-ზე, რომელიც მსოფლიო სავაჭრო ორგანზიაციის ქვეშ არის შექმნილი, ამიტომ შეზღუდული ვართ ქართული კომპანიები მონაწილეობა მივიღოთ ევროკავშირის სახელმწიფო შესყიდვებში",- აცხადებს დავით ჭიჭინაძე.

კითხვაზე, რამდენად შეძლებს კომპანია თავისი წარმადობით ევროკავშირის ქვეყნებში გამოცხადებული ტენდერების პირობების დაკმაყოფილებას, კომპანიაში აცხადებენ, რომ დიდ მასშტაბებზე გასვლა სავსებით შესაძლებელია.

რაც შეეხება პროდუქციის ექსპორტს, კომპანიაში აცხადებენ, რომ ლედ-სანათების სატესტო პარტიები ჰოლანდიაში, საფრანგეთსა და თურქეთში გაუშვეს და კონკრეტული შედეგები მარტისთვის უკვე ეცოდინებათ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები