მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ლედი გაგა ქართველი დიზაინერის სამოსით გამოჩნდა - "ეს საქართველოსთვის მნიშვნელოვან დროს ხდება"

5d14910d05961
მიხეილ ხაჩიძე
27.06.19 13:28
831

ამერიკელი სუპერვარსკვლავი ლედი გაგა 23 წლის ქართველი დიზაინერის, აკა ფროდიაშვილის სამოსით გამოჩნდა. Vogues-ს ინფორმაციით, მომღერალი ნიუ-იორკში, ჰარლემის ლეგენდარულ თეატრ "აპოლოში" გამართულ წარმოდგენაზე იმ ტყავის სამოსით მივიდა, რომელიც თავდაპირველად თბილისში, Mercedes-Benz Fashion Week-ზე წარადგინეს.

ბრიტანული ჟურნალი Dazed კი წერს, რომ იმის მიუხედავად, ლედი გაგა წინასწარგანზრახვით უჭერს მხარს ახალგაზრდა ქართველ ქვიარ დიზაინერს თუ არა, ეს საქართველოსთვის მნიშვნელოვან დროს ხდება - რადგან რუსეთ-საქართველოს შორის გაზრდილი დაძაბულობისა და საქართველოს დედაქალაქში დაწყებული მასობრივი გამოსვლების გამო "თბილისი პრაიდი" , რომელიც 24 ივნისს უნდა ჩატარებულიყო, დროებით გადაიდო.

აღსანიშნავია, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც სუპერვარსკვლავმა ქართველი დიზაინერების ტანსაცმელი მოირგო. წარსულში ლედი გაგა თამუნა ინგოროყვას, ავთანდილ ცქვიტინიძისა და გიორგი ქებურიას კაბებშიც გამოჩენილა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები