მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Lefform Concrete Georgia-მა ბეტონის სკამების წარმოება დაიწყო

634ac14de263b
თინათინ ნატმელაძე
15.10.22 19:40
1663
Lefform Concrete Georgia, რომელიც ბეტონის ავეჯს აწარმოებს, უცხოეთის ბაზრის მოთხოვნის დაკმაყოფილებისთვის პროდუქციის რაოდენობას ზრდის.

როგორც კომპანიის დამფუძნებელი ნიკა ლეფსაია BM.GE-სთან საუბრისას აღნიშნავს, აზერბაიჯანისგან და ყაზახეთისგან დიდი დაინტერესებაა, მაგრამ ამ ეტაპზე კომპანია მათი მოთხოვნის შესაბამისი რაოდენობის ავეჯის წარმოებას ვერ ახერხებს.

"მეზობელი ქვეყნებისგან საკმაოდ დიდი დაინტერესებაა, ძირითადად აზერბაიჯანისგან და ყაზახეთისგან, მაგრამ ჯერჯერობით ექსპორტზე გასვლა ვერ მოვახერხეთ, რადგან ვერ ვახერხებთ იმ რაოდენობის პროდუქციის წარმოებას, რომ მათი მოთხოვნა დავაკამყოფილოთ. სწორედ ამიტომ, პროდუქციის რაოდენობის გაზრდას ვგეგმავთ. ახლახანს დავიწყეთ ბეტონის ქუჩის სკამების წარმოებაც, რომლის მიმართაც ასევე ძალიან დიდი ინტერესია“, - განაცხადა ნიკა ლეფსაიამ.

Lefform Concrete Georgia-ს დამფუძნებლი ასევე აღნიშნავს, რომ ამ ეტაპზე კომპანია შემოსულ თანხას ისევ წარმოებაში დებს, რადგან ცდილობენ გაფართოებისთვის საჭირო ინვენტარი და დანადგარები შეიძინონ.

"ჯერ-ჯერობით შემოსულ თანხას კვლავ უკან, წარმოებაში ვაბრუნებთ, რადგან საწარმოსთვის საჭირო დანადგარების და ინვენტარის შეძენა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე კონკრეტული მოგების მიღება“, - განაცხადა ნიკა ლეფსაიამ BM.GE-სთან.

ცნობისთვის, კომპანია Lefform Concrete Georgia ქართულ ბაზარზე გასულ წელს გამოჩნდა, კომპანიის შესაქმნელად დამფუძნებლებმა $40 000-ის მოცულობის ინვესტიცია განახორციელეს და მათი პროდუქცია პრემიუმ სეგმენტზეა გათვლილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები