მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლეგენდარული Sol De Janeiro მალე საქართველოში! ბრაზილიური ზაფხული ახლოსაა

Sol De Janeiro
20.07.26 09:43
163

სილამაზის გლობალურ ბაზარზე აღიარებული და მრავალი ჯილდოს მფლობელი, ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბრაზილიური ბრენდი Sol De Janeiro, სულ მალე თქვენს ყოველდღიურობასაც გააფერადებს. მოემზადეთ ნამდვილი თავგადასავალებისათვის, რადგან Sol De Janeiro მალე ოფიციალურად შემოდის საქართველოში! ეს იმას ნიშნავს რომ ლეგენდარული Brazilian Bum Bum, საკულტო მისტები და სხეულის მოვლის სხვა პოპულარული პროდუქტები უკვე ჩვენს ქვეყანაშიც ხელმისაწვდომი იქნება.

Sol De Janeiro-ს ისტორია 2015 წლიდან იწყება და მისი ფილოსოფია ერთი შეხედით მარტივ მაგრამ მნიშვნელოვან თეზისს ეფუძნება. სილამაზე არ არის მკაცრი წესები ან საზოგადოების მიერ დაწესებული სტანდარტები, სილამაზე ნებისმიერ ჩვენგანშია. Sol De Janeiro-მ შთაგონება ბრაზილიური კულტურიდან, სიცოცხლის ხალისიდან და იმ ენერგიიდან აიღო, რომელიც წელიწადის ნებისმიერ დროს თავისუფლების შეგრძნებით გვავსებს. სწორედ ამ ხედვით მოიპოვა ბრენდმა გლობალური პოპულარობა და გახდა საყვარელი ბრენდი მათთვის, ვინც თავის მოვლაში სიამოვნებასაც ეძებს.

ბრაზილიური ზაფხული, მზის სითბო და ჯადოსნური არომატები უკვე ძალიან ახლოსაა. გაინტერესებთ, ზუსტად სად და როდის შეძლებთ ბრაზილიური მზის ენერგიისა და მბზინვარების საკუთარ თავზე გამოცდას? ამ საიდუმლოს ჯერჯერობით არ ვამხელთ....


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები