მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ლეგენდარული ვიდეო თამაშის Call of Duty-ის თანაშემქმნელი ვინს ზამპელა გარდაიცვალა

ვინს ზამპელა გარდაიცვალა

ვინს ზამპელა, ვიდეოთამაშების სერიის Call of Duty-ს თანაშემქმნელი, 55 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ვიდეოთამაშების დეველოპერული კომპანიის Respawn Entertainment-ის ხელმძღვანელი და Infinity Ward-ის თანადამფუძნებელი კალიფორნიაში ავტოავარიის შედეგად დაიღუპა, იტყობინება NBC Los Angeles.

ზამპელა Infinity Ward-ში მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი ვიდეოთამაშის Call of Duty-ს შექმნას ხელმძღვანელობდა, ხოლო სხვადასხვა სტუდიაში მუშაობისას მონაწილეობდა არაერთ წარმატებულ სერიაში, მათ შორის Medal of Honor-ში და Titanfall-ში.

ზამპელამ კარიერა ვიდეოთამაშების ინდუსტრიაში 1990-იანი წლების შუა პერიოდში დაიწყო. ბოლოს იგი EA Games-ში სამხედრო სასროლო სერიის Battlefield-ის ხელმძღვანელად დააწინაურეს. Battlefield 6 ოქტომბერს გამოვიდა და კრიტიკოსების მაღალი შეფასება დაიმსახურა.

ზამპელა განსაკუთრებით ცნობილია 2000-იან წლებში Infinity Ward-ში მუშაობით სტუდია მან 2002 წელს გრანტ კოლიერთან და ჯეისონ უესტთან ერთად დააარსა. სწორედ იქ შეიქმნა Call of Duty-ს სერია და მისი ერთ-ერთი ყველაზე აღიარებული ნაწილები, მათ შორის Modern Warfare (2007) და Modern Warfare 2 (2009).

Call of Duty-ს თამაშების გაყიდვებმა ჯამში 500 მილიონ ეგზემპლარს გადააჭარბა.

ზამპელასა და ჯეისონ უესტის ხელმძღვანელობით Infinity Ward მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ თამაშების შემქმნელ კომპანიად იქცა, რასაც ზემოთ აღნიშნული Modern Warfare-ის სერიის შექმნა მოჰყვა. თუმცა გუნდსა და გამომცემელ Activision-ს შორის ურთიერთობა კონტრაქტებისა და ჰონორარების გარშემო წარმოშობილმა დავამ დაანგრია, რის შედეგადაც ზამპელა და უესტი 2010 წელს კომპანიიდან გაათავისუფლეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები