რეზიდენციული ზრუნვის სახლ ლელიანზეც შედარებით მოკლედ, მაგრამ გიყვებოდით, რომ ოჯახური ტიპის სახლი "ლელიანი" ხანდაზმული ადამიანებისთვის ოფიციალურად გაიხსნა. ამ სახლის მთავარი ფილოსოფია ის არის, რომ ასაკში შესული ადამიანებისთვის სოციალიზაციას, თანატოლებთან და თანამოაზრეებთან ურთიერთობას, აზრთა გაცვლა-გამოცვლას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. სწორედ ამიტომ ლელიანი თავის ბინადრებს მრავალფეროვან კულტურულ და სოციალურ აქტივობებს სთავაზობს: ინტელექტუალური შეხვედრები ხელოვნებისა და მეცნიერების სფეროს წარმომადგენლებთან, კითხვის საღამოები მწერლებთან, კულინარიის კლასები მოწვეულ მზარეულებთან ერთად და სხვა მრავალი საინტერესო საქმიანობა. ლელიანის კარი უკვე ოფიციალურად ღიაა ყველა იმ შუახნისა და ხანში შესული ადამიანისთვის, რომელსაც ასაკის ან სხვადასხვა დაავადების გამო მოვლა, ზრუნვა და სოციალიზაცია ესაჭიროება.
- ნიკა გამყრელიძე - “ლელიანის” დამფუძნებელი;
- დავით კილაძე - “ლელიანის” დამფუძნებელი;
- ნინა კიკნაძე - “ლელიანის” დამფუძნებელი