მოსახლეობის დაბერების საკითხი მთელს მსოფლიოში და მათ შორის საქართველოშიც მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს. გაეროს მოსახლეობის ფონდის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის წილი, რომლის ასაკი 65 და ზემოთაა, თუ 2015 წლის მდგომარეობით 14%-ს შეადგენდა 2030 წლისთვის 21%-მდე გაიზრდება. ბუნებრივია, ასაკის მატებასთან ერთად ხანგრძლივი მოვლის საჭიროების რისკიც იზრდება. სამწუხაროდ, დღესდღეობით ხანდაზმული ადამიანები საზოგადოების ერთ-ერთ ყველაზე ნაკლებად დაცულ ჯგუფს წარმოადგენს, მოწყვლადობა კიდევ უფრო მაღალია მათ შორის, ვისაც აქვს ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემები. მიუხედავად იმისა, რომ ხანდაზმულთა სოციალური დაცვის უზრუნველყოფა მთავრობის პრიორიტეტებშია, საქართველოში ხანდაზმულთა სახლების და ზოგადად ზრუნვის დაწესებულებების პრაქტიკა არ არის ფართოდ განვითარებული და დანერგილი, მაშინ როცა განვითარებულ ქვეყნებში ხანდაზმულთა სახლებს დიდი ხნის ისტორია აქვთ. საქართველოში კი ხანდაზმულთა სახლები არასისტემურად, ქაოტურად არსებობს და ინერციით ვითარდება.
ხანდაზმულთა ზრუნვის ის სერვისები, რაც კარგად გამოცდილი პრაქტიკის ნაწილია განვითარებულ ქვეყნებში ძალიან მალე ხელმისაწვდომი იქნება საქართველოშიც.
20 ოქტომბერს მცხეთაში ლელიანი იხსნება. ეს იქნება ოჯახური ტიპის სამედიცინო-სოციალური ზრუნვის 24 საათიანი დაწესებულება 50 ბენეფიციარისთვის, სადაც იქნება შერეული - რეზიდენციული ანუ ხანგრძლივი მოვლის, ასევე საექთნო და პალიატიური მომსახურება 60 წელს ზევით პირებისთვის. რა აქტივობებს შესთავაზებს ლელიანი მის მაცხოვრებლებს?
სტუმრები: ნიკოლოზ გამყრელიძე - "ლელიანის" დამფუძნებელი;
ნინო კიკნაძე - "ლელიანის" დამფუძნებელი