გუშინ რეზიდენციული ზრუნვის სახლი „ლელიანი“ ოფიციალურად გაიხსნა. ამ სახლის მთავარი ფილოსოფია ის არის, რომ ასაკში შესული ადამიანებისთვის სოციალიზაციას, თანატოლებთან და თანამოაზრეებთან ურთიერთობას, აზრთა გაცვლა-გამოცვლას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. სწორედ ამიტომ „ლელიანი“ თავის ბინადრებს მრავალფეროვან კულტურულ და სოციალურ აქტივობებს სთავაზობს: ინტელექტუალური შეხვედრები ხელოვნებისა და მეცნიერების სფეროს წარმომადგენლებთან, კითხვის საღამოები მწერლებთან, კულინარიის კლასები მოწვეულ მზარეულებთან ერთად და სხვა მრავალი საინტერესო საქმიანობა. ლელიანის კარი უკვე ოფიციალურად ღიაა ყველა იმ შუახნისა და ხანში შესული ადამიანისთვის, რომელსაც ასაკის ან სხვადასხვა დაავადების გამო მოვლა, ზრუნვა და სოციალიზაცია ესაჭიროება.
სტუმრები: ნიკა გამყრელიძე - “ლელიანის” დამფუძნებელი;
დავით კილაძე - “ლელიანის” დამფუძნებელი;
#საქმიანიდილა-ს #ანალიტიკა ელენე კვანჭილაშვილთან ერთად