მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ლელოში" აცხადებენ, რომ პარტიის სამი წარმომადგენელი ნარკოლოგიურში გადაიყვანეს

კუპრაძე

პარტია "ლელოში" აცხადებენ, რომ პარტიის სამი წარმომადგენელი ნარკოლოგიურში გადაიყვანეს.

როგორც „ლელო-ძლიერი საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, ირაკლი კუპრაძემ სოციალურ ქსელში დაწერა, ნარკოლოგიურში გადაიყვანეს - ოთო ფარულავა, ლევან ჯორბენაძე და ბექა ბერიძიშვილი.

"ჩვენს 3 თანამებრძოლს (ლელოს ლიდერებს) მოუწყვეს ჩასაფრება და გადაიყვანეს ნარკოლოგიურში.

ოთო ფარულავა - გენერალური მდივნის მოადგილე

ლევან ჯორბენაძე - კოალიციის კომუნიკაციების ხელმძღვანელი

ბექა ბერიძიშვილი - ახალგაზრდულის ლიდერი

ერთდროულად ქალაქის სხვადასხვა ადგილას, სახლებთან, დიდ დიღომში, საბურთალოზე და ჩუღურეთში. ვცდილობთ ვიპოვოთ და გავიდეთ კავშირზე. ბექა ჯერ სახლთან ყავთ გაჩერებული, ადვოკატები და თანაგუნდელები გზაში არიან", - წერია განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები