კომპიუტერების მწარმოებელმა ჩინურმა გიგანტმა, Lenovo-მ საუდის არაბეთში რეგიონული სათავო ოფისის გახსნა გადაწყვიტა. აღსანიშნავია, რომ ახლო აღმოსავლეთში კომპანიას ამ მასშტაბის ნაბიჯი აქამდე არასდროს გადაუდგამს. ეს კი მიუთითებს იმაზე, რომ Lenovo-ს რეგიონში გრძელვადიანი გეგმები აქვს.
რეგიონულ სათავო ოფისს Lenovo-ს მაღალი რანგის მენეჯერი, ლოურენს იუ უხელმძღვანელებს. გენერალურ მენეჯერად ჯოვანი დი ფილიპო დაინიშნება, ტექნოლოგიურ მიმართულებას კი ზორან რადუმილო ჩაიბარებს.
აღსანიშნავია, რომ Lenovo-მ უკვე გააფორმა შეთანხმება საუდის არაბულ კომპანიასთან, რომელიც კომპიუტერების მწარმოებლისთვის ქარხანას ააშენებს. პროცესი 2026 წელს დაიწყება.




























