მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ლენტეხი-მესტიის დამაკავშირებელი 6 კილომეტრიანი გვირაბისა და 38 კილომეტრიანი გზის პროექტირება ოქტომბერში დაიწყება

57ebb83b9d5e1
BM.GE
28.09.16 16:31
1423
ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, დაგეგმილია, ლენტეხი-მესტიის დამაკავშირებელი 6 კილომეტრიანი გვირაბისა და 38 კილომეტრიანი საავტომობილო გზის მშენებლობა.

პროექტის სავარაუდო ღირებულება 200 მლნ. აშშ დოლარია. პროექტირება 2016 წლის ოქტომბერში დაიწყება. უშუალოდ სამშენებლო სამუშაოები, სავარაუდოდ, 2018 - 2020 წლებში განხორციელდება.

პროექტის დასრულების შემდეგ, ლენტეხი-მესტიის მიმართულებით, გადაადგილების დრო 1.5 საათით შემცირდება.

ამ დროისათვის, აღნიშნულ გზაზე, დეტალური პროექტირების სატენდერო პროცედურები მიმდინარეობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები