მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლეო ინსტიტუტის ერთწლიანი ტრანსფორმაციული პროგრამა ლიდერებისა და მენეჯმენტის ჯგუფებისთვის.

BM.GE
04.05.21 11:26
749
ლეო ინსტიტუტის ლიდერების აკადემიასა და თბილისის ღია უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში, საქართველოში ახალი პროგრამა იწყება. ერთ-წლიანი კურსი, იმ მენეჯმენტის გუნდებზე და ლიდერებზე იქნება მორგებული, რომლებსაც ორგანიზაციაში სურთ, შექმნან ერთგვარი კულტურა და გარემო, სადაც ადამიანები თავს ფსიქოლოგიურად უსაფრთხოდ, თავისუფლად და კომფორტულად იგრძნობენ. რას გულისხმობს ლეო ინსტიტუტის სალექციო კურსი და მეთოდები, რომელ კომპანიებს დაეხმარა და როგორია გეგმები და პერსპექტივები სამომავლოდ ჩვენს ქვეყანაში?

ახალი ლიდერების აკადემია Leo ინსტიტუტისგან ეს არის ერთ წლიანი პროგრამა მენეჯმენტის გუნდებისთვის და ლიდერებისთვის, ვისაც სურთ ისწავლონ როგორ შექმნან კულტურა, სადაც თანამშრომლები საკუთარი პოტენციალის მაქსიმალურად გამოვლენას მოახერხებენ. ბოლო წლის მანძილზე ლეო ინსტიტუტმა არაერთი კვლევა ჩაატარა და იმუშავა, რომ პროგრამა ქართული კულტურისთვის და ქართველი ბიზნეს-ლიდერების საჭიროებებისთვის მოერგო. ამ პროგრამის პარტნიორი საქართველოს ღია უნივერსიტეტია.

სტუმარი: გიორგი ბურჭულაძე - ლეო ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი
 


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები