მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ლექსო ალექსიშვილი: ანტიდემპინგური კანონი წინააღმდეგობაშია ქვეყნის სტრატეგიულ ხაზთან

5d2236dbc8803
ელენე გოგბერაშვილი
08.07.19 14:00
978
საკონსულტაციო კომპანია PMCG-ს გენერალურმა დირექტორი ლექსო ალექსიშვილი ანტიკრიზისულ გეგმას და ნებისმიერ სხვა ქმედებას კრიზისში ყოფნის დროს ოპტიმიზმით არ უყურებს, რადგან თვლის, რომ ეს არის მაინც იმ კონკრეტული კრიზისული მდგომარეობის შედეგად მიღებული გადაწყვეტილებები, რომელიც შეიძლება ხშირ შემთხვევაში არ იყოს მოკლევადიან და გრძელვადიან მიზნებზე ორიენტირებული და საერთო ჯამში ამან აგვრიოს კიდეც.  ამის შესახებ ალექსიშვილი რუსეთის მხრიდან დაწესებული ავიასანქციების გავლენით ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე მთავრობის მიერ დაანინსებული ანტიკრიზისული გეგმის  კონტექსტში საუბრისას აცხადებს.

„მე ვფიქრობ, ჩვენ უნდა გვქონდეს ერთი სტრატეგიული ხაზი, თითქოს ეს ხაზი არსებობს. ის, რომ ქვეყანას სტრატეგიული ხაზი არ გააჩნია, არ არის სწორი. გააჩნია, ამ ხაზს მივყვებით, მაგრამ გზადაგზა ჩნდება ისეთი გადაწყვეტილებები, რომელიც არ მოდის შესაბამისობაში ამ ხაზთან.

მათ შორის მაგალითად აბსოლიტურად გაურკვეველი რეგულაციები, რომელიც შემოდის, რომელიც ბიზნესისთვის არის დამატებითი წნეხი, გაუგებარია რაში სჭირდებათ, ეს პოპულისტური ნაბიჯიც კი არ არის ხშირ შემთხვევაში, როცა ვაკვირდებით რა ეფექტი უნდა მოიტანოს.

თითქოს ეს არის ძველი ეკონომიკური სკოლის იდეებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები, რომელსაც თანამედროვე რეალობაში არანაირი საფუძველი არ გააჩნია“-აცხადებს ლექსო ალექსიშვილი.

მაგალითისთვის მას ანტიდემპინგური კანონპროექტი მოჰყავს და ამბობს, რომ ეს კიდევ ერთი ნაბიჯია, რომელიც წინააღმდეგობაში მოდის ქვეყნის სტრატეგიულ ხაზთან.

„ახლა გვაქვს დღის წესრიგში ანტიდემპინგური კანონპროექტი. მე მგონია, ეს იქნება კიდევ ერთი კონკრეტული ნაბიჯი, რომელიც იქნება წინააღმდეგობაში და შეუსაბამობაში იმ გზასთან, რომელსაც ჩვენ მივყვებით და სწორედ მივყვებით.

ის, რომ საქართველო იყოს ღია ეკონომიკა, ის რომ საქართველომ მაქსიმალურად უნდა უზრუნველყოს აქ მსხვილი კორპორაციების შექმნა, ის, რომ საქარველომ უნდა უზრუნველყოს ინფრასტრუქტურის განვითარება, ის, რომ სავაჭო ფინანსურ ოპერაციებს შეუწყოს ხელი, საქართველო უნდა დაეფუძნოს ამას“-აცხადებს გადაცემაში "ფორბსის კვირა" ლექსო ალექსიშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები