მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ლექვინაძე ხადურს ესაუბრა - რა საკითხი გადაუჭრა ბიზნესომბუდსმენმა ბიზნესასოციაციებს

5d497a8f97763
თელარა გელანტია
06.08.19 17:22
689
“ეს განცხადება იყო გაუგებრობა, ჩვენ გუშინდელი საუბრის შემდეგ ჩავთვალეთ, რომ თემა ამოწურულია და საკითხი დახურულია”, - ასე გამოეხმაურა “საქმის კურსის” ეთერში ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე კონკურენციის სააგენტოს იმ განცხადებას, რომლითაც ნოდარ ხადურის უწყება ეროვნული ვალუტის კურსის ცვლილებასთან დაკავშირებით, სადისტრიბუციო, რიგი მწარმოებელი კომპანიებისა და ასოციაციების წარმომადგენელთა მხრიდან საინფორმაციო საშუალებებში, ფასების შესაძლო მატებასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებებით დაინტერესდა და მათგან შესაბამისი განმარტებები მოითხოვა.

ლექვინაძის თქმით, სააგენტოს აღნიშნულმა განცხადებამ ბიზნესასოციაციების და კომპანიების ნაწილი დაძაბა და მისი და კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელის კომუნიკაციის შედეგად, სააგენტო შემდგომი ნაბიჯების გაგრძელებას არ აპირებს.

“ამ განცხადებას, ერთგვარი აჟიოტაჟი მოჰყვა. ბრუნებრივია, გარკვეული ბიზნესები დაიძაბენ. ჩვენ ვთვლით, რომ საკითხი ამ ეტაპზე ამოწურულია და ჩემი და ნოდარ ხადურის კომუნიკაციის შედეგად, კონკურენციის სააგენტო არანაირი შემდგომი ნაბიჯების გაგრძელებას არ აპირებს. ასევე კომპანიების და ბიზნესასოციაციების მხრიდან აღარაა ის სტრესი, რომელიც არსებობდა. ჩვენ შევთანხმდით სამომავალოდ კომუნიკაციების უფრო მოქნილ ფორმაზე, რომელიც არ იქნება ასეთი აჟიოტაჟის შემცველი”, - აცხადებს ლექვინაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები