მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლესელიძის ქუჩაზე პარკინგის გადასახადი საათობრივი იქნება

5b56e155ac167
BM.GE
24.07.18 12:18
1208
„ერთ-ერთი ქუჩა, სადაც პარკინგი საათობრივად ფასიანი გახდება ლესელიძე იქნება“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კაცა კალაძემ მერიის სატრანსპორტო პოლიტიკის პრეზენტაციის შემდეგ განაცხადა.


"მთელი ქალაქის მასშტაბით ვაპირებთ ამ პროექტის განხორციელებას, თუმცა იქნება საპლოტე ქუჩები - ერთი იქნება ლესელიძე. კონკრეტულ ქუჩებზე მცხოვრები ადამიანებისთვის 100 მეტრის რადიუსში იქნება უფასო ავტომობილების გაჩერება, დანარჩენ შემთხვევაში იქნება ფასიანი", - განაცხადა კალაძემ.

მისივე თქმით, საზოგადოებროვი ტრანსპორტი სრულად იქნება განახლებული და ქალაქს ეყოლება ახალი, ეკოლოგიურად სუფთა ავტობუსები ეს არის დიზელზე მომუშავე და ელექტროავტობუსები. კალაძისვე ცნობით, ავტობუსების რიცხვი 900-მდე გაიზრდება 2019 წლამდე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები