მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ლეტერატო" მოზარდებისთვის ინოვაციებსა და ბიზნეს-უნარებში ახალ პროგრამას იწყებს

5c1b87f33ed04
BM.GE
20.12.18 16:14
1125
„ლეტერატო“ - აზროვნების აკადემია მოზარდებისთვის - იწყებს ახალ პროგრამას „ინოვაციები, მეწარმეობა და ბიზნეს-უნარები“, რომელსაც უცხოელი სპეციალისტი უხელმძღვანელებს და რომლის ამოცანაც მოზარდებში ინოვაციური, კრეატიული აზროვნების ხელშეწყობა, დროისა და პროცესების მართვის საბაზისო უნარების განვითარება, ორგანიზაციული აზროვნება, იდეის ხელშესახებ პროდუქტად ქცევის ეტაპების გაცნობა და მასში მონაწილეობაა.

პროგრამა 2019 წლის იანვრიდან დაიწყება და როგორც ყველა სხვა კურსი „ლეტერატოში“, ინტერაქტიული იქნება და მასში მონაწილეობა მოზარდებს 12 წლიდან შეეძლებათ, თუკი ისინი ინგლისურ ენას საშუალო დონეზე მაინც ფლობენ.

პროგრამის ხელმძღვანელი ხოსე რომერო წარმოადგენს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების ექსპერტს.

ამასთანავე, მას კონცეპტუალიზაციისა და პროექტების მართვის სწავლების 15 წლიანი გამოცდილება აქვს. საქართველოში იგი ექსპერტულ ცოდნას უზიარებდა ტექნოლოგიების დარგში არსებულ სხვადასხვა სახელმწიფო ინსტიტუტებს, კვალიფიკაციის ასამაღლებლად გავლილი აქვს პროგრამები ტექნოლოგიების კომერციალიზაციისა და ინტელექტუალური საკუთრების მიმართულებით ოქსფორდსა და კემბრიჯში.

„ინოვაციები, მეწარმეობა და ბიზნეს-უნარები“ მოზარდებს ერთგვარ იდეების ლაბორატორიას შესთავაზებს, სადაც მოსწავლეები შეძლებენ აღმოჩენებით სავსე სამყაროში შეაბიჯონ და საკუთარი თავი არა მარტო არასტანდარტულ გადაწყვეტილებებში, არამედ დაგეგმვაში, ორგანიზებასა და იდეის განხორციელებაშიც გამოსცადონ. პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია გასვლითი კლასების ორგანიზება სხვადასხვა კომპანიებში, საინტერესო შეხვედრები არა მხოლოდ ქართველ, არამედ უცხოელ ინოვატორებთან და ბიზნესმენებთან, აგრეთვე პრაქტიკული სამუშაოები, რომელიც პროდუქტის ან მომსახურების შექმნას, მის შეფუთვასა და ბაზარზე სიმულაციურ გატანას მოიცავს. „ლეტერატო“ ასევე გეგმავს დააფინანსოს მოსწავლეების მიერ შექმნილი ინოვაციური იდეები, რათა ხელი შეუწყოს მოზარდებში მეწარმეული სულისკვეთების მოტივირებას და ბიზნეს-უნარების განვითარებაზე ორიენტირებას.

თაკო რაზმაძე, „ლეტერატოს დამფუძნებელი“: „დღევანდელ სამყაროში სულ უფრო იკრებს ძალას ახალგაზრდული მეწარმეობა. მოზარდებს ხომ ყოველთვის აქვთ ინოვაციური ხედვა და კრეატიულობა, რომელიც შემდეგში რუტინაში იკარგება. ჩვენი ამოცანა მოსწავლეებში სწორედ ამ პოტენციალის გახსნა და მათი იმ საჭირო უნარებით უზრუნველყოფაა, რომელიც იდეას ხელშესახებ პროდუქტად გარდაქმნის. ამასთანავე, ახალგაზრდებს სკოლის დამთავრების შემდეგ ძალიან ზოგადი წარმოდგენა აქვთ ბიზნესის წარმოებისა და მართვის შესახებ. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგაც კი მათი საბაზისო უნარები სამუშაო ადგილზე სამსახურეობრივი მოვალეობების შესრულების, ეთიკის, დროის განაწილებისა და პრიორიტეტების მინიჭების მხრივ ხშირ შემთხვევაში არადამაკმაყოფილებელია. ეს კურსი ამ პრობლემების გადაჭრასაც უწყობს ხელს და უადვილებს მოზარდებს ზრდასრულ ცხოვრებას უფრო მომზადებულები შეხვდნენ.“

ხოსე რომერო, პროგრამის ხელმძღვანელი: „კურსის დასრულების შემდეგ მოსწავლეები აღჭურვილი იქნებიან ისეთი უნარებით, როგორიცაა კრეატიულობა და ინვოაციური აზროვნება, ორგანიზების, განხორციელებისა და მართვის უნარები. ექნებათ ცოდნა რა არის საჭირო მეწარმეობისათვის, როგორ შეიძლება სტარტ-აპის შექმნა და შეეძლებათ ეს ცოდნა გამოიყენონ სამომავლოდ როგორც საკუთარ ბიზნესში, ასევე რეალურ ცხოვრებაში“.

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ „ლეტერატოს“ [email protected] www.letterato.ge

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები