მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლევან ახვლედიანი ანაკლიის პორტის პროექტის მოსალოდნელ შეფერხებაზე სუბრობს

5c7630323aa13
დათო ჯალაღონია
27.02.19 10:40
5863
„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გენერალური დირექტორის ლევან ახვლედიანის განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ კონსორციუმის დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის ირგვლივ, ბოლო დღეებში განვითარებული პროცესები არ დასრულდება, ფინანსურმა ინსტიტუტებმა შესაძლოა, პროექტი არ დააფინანსონ.

„ეს პროცესები, რაც ახლა ჩვენსა და ჩვენი სპონსორების გარშემო ვითარდება, რა თქმა უნდა, გვაფერხებს. პირდაპირ უნდა ვთქვა და არაფერი დასამალი არ არის, რომ ბანკები შეშფოთებულები არიან. რა თქმა უნდა, არაერთი შეკითხვა მოდის და ეს რესურსი ჩვენ შეგვიძლია მოვახმაროთ უფრო საქმიან პროცესებს. გვიწევს ახსნა-განმარტებების კეთება, მათი დარწმუნება, რომ ყველაფერი წესრიგშია და არ არის ეს სერიოზული და მე პირდაპირ მინდა ვთქვა ისიც, რომ თუ ეს პროცესები არ დასრულდა და სიცხადე არ მოეფინა გაუგებრობას, ბანკები გვეუბნებიან, რომ პროცესებს, რა თქმა უნდა, არ ვაჩერებთ და მუშაობას ვაგრძელებთ, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილებას ისინი არ მიიღებენ. ბადრი და მამუკა არიან ყველაზე მთავარი ინვესტორები ამ პროექტში. ძალიან მსუბუქად რომ ვთქვათ, ასეთ გაუგებრობაში არიან გახვეულები, ისინი საბოლოო გადაწყვეტილებას ინვესტიციასთან დაკავშირებით ვერ შეძლებენ. ეს ცალსახაა ჩვენთან კომუნიკაციით და მე ვფიქრობ, რომ თუ უახლოეს დღეებში არ დასრულდა, პროცესს შეაფერხებს“, - განაცხადა ლევან ახვლედიანმა გადაცემაში „საქმიანი დილა“.

შეგახსენებთ, რომ ანაკლიის პორტის პირველი ფაზის მშენებლობა 620 მილიონი აშშ დოლარი ჯდება, საიდანაც 400 მილიონი საერთაშორისო ფინანსურმა ინსტიტუტებმა უნდა დააფინანსონ.

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები