მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ლევან ახვლედიანი: ზიანი მოყენებულია, ამაზე ორი აზრი არ არსებობს

5cefb5c743344
ლიკა გურაბანიძე
30.05.19 14:50
642
„ფაქტი ფაქტად რჩება - ზიანი მოყენებულია, ამაზე ორი აზრი არ არსებობს“, - ამის შესახებ ანაკლიის განვითარების კონსორციუმის გენერალურმა დირექტორმა ლევან ახვლედიანმა განაცხადა.

„ნდობის მომენტი დაზიანებულია და მთავრობამ, ქალბატონი ნათია (გულისხმობს თურნავას) იქნება ეს თუ სხვა უნდა იღონონ ყველაფერი ბანკებთან მიმართებაში და ხაზს ვუსვამ ჩვენს ოპერატორთან მიმართებაში, რომელიც ამ პროექტისთვის ერთ-ერთი საკვანძო მოთამაშეა, დაარწმუნონ, რომ ეს მართლა შეცდომა იყო და აღადგინონ ის ნდობის მომენტი, რაც აქამდე იყო“, - განმარტა ახვლედიანმა.

ლევან ახვლედიანის განცხადებით, ის ეკონომიკის მინისტრისგან შესაბამის რეაგირებას ელოდება.

შეგახსენებთ: ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავას განცხადებით, ფოთში ახალ ღრმაწყლოვან ნავსადგურთან დაკავშირებით გაცემული დოკუმენტი სამშენებლო ნებართვას არ წარმოადგენს.

თურნავამ დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს უფროსის მიერ „ეიფიემ ტერმინალსისთვის“ მიწათასარგებლობის ნებართვის გაცემა დარღვევებით მოხდა და შესაბამისად, ბრძანება გაუქმებულია, ხოლო სააგენტოს უფროსი კი, სამსახურიდან გათავისუფლებულია.

თურნავამ ასევე თქვა, რომ სააგენტოს უფროსმა გრიგოლ კაკაურიძემ, გადაწყვეტილების მიღებისას დამოუკიდებლად იმოქმედა და ის არავისთან შეუთანხმებია, მათ შორის არც - მინისტრთან.

ფოთში ახალი ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის შესახებ ინფორმაცია პირველმა, 28 მაისს ფოთის მერიამ გაავრცელა, მეორე დღეს კი - ნებართვის მიმღებმა „ეიფიემ ტერმინალსმა“.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები