მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლევან დავითაშვილი ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე კომენტარს აკეთებს

63a171afe4db3
ინგა მურუსიძე
20.12.22 12:30
605
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ვიცეპრემიერ და მინისტრ ლევან დავითაშვილის კომენტარს ავრცელებს.

საქმე ის არის, რომ გუშინ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებმა მინისტრს ჰკითხეს, თუ როგორ შეაფასებდა ის ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებას, რაზეც დავითაშვილმა უპასუხა, რომ საქმის კურში არ იყო. „ჰააგასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ მაქვს, არ ვარ საქმის კურსში, შესაბამისად, ვერ მოგაწვდით ინფორმაციას“, - თქვა გუშინ დავითაშვილმა. დღეს კი მინისტრის შეფასება საკითხზე სამინისტრომ გაავრცელა.

„ყველამ მოვისმინეთ, რომ ჰააგის საქმის მთავარმა პროკურორმა ქარიმ ხანმა თავად აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლებასთან მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად დაიდო გამოძიების შედეგი და სწორედ ამიტომ ის აჟიოტაჟი, რაც ოპოზიციის მხრიდან იყო გამოწვეული, ჩემთვის აბსოლუტურად გაურკვეველია. განსაკუთრებით ბოლო პერიოდში საქართველოს ხელისუფლებასთან თანამშრომლობა იყო ის წინაპირობა, რომ ასეთი შედეგი დამდგარიყო.

პირველად, 20 წლის განმავლობაში, მათ დაასრულეს ძიების პირველი ეტაპი. თუმცა ძალიან ბევრი რამ მომავალში უნდა გაკეთდეს იმიტომ, რომ აღსრულებაა მნიშვნელოვანი პროცესი და აღსრულების პროცესში იუსტიციის სამინისტრომ გააკეთა მკაფიო განცხადება, თუ რა ნაბიჯებს დგამს და გადადგამს საქართველოს ხელისუფლება. როგორც სტრასბურგის, ისე ჰააგის სხვადასხვა ეტაპზე ცალსახად ჩანს საქართველოს მთავრობის და იუსტიციის სამინისტროს აქტიური ჩართულობით რა შედეგები დადგა დღეს და რა შედეგები იყო მანამდე. ამიტომ ის აჟიოტაჟი, რაც ოპოზიციის მხრიდან იყო გამოწვეული, ჩემთვის აბსოლუტურად გაურკვეველია.

მინდა აქვე გამოვეხმაურო მთავრობის ადმინისტრაციაში გუშინ გამართულ ბრიფინგს, როდესაც კითხვა დაისვა ჰააგის პროკურატურის ერთი ეტაპის დასრულებასთან დაკავშირებით და ჩემი მხრიდან იყო პასუხი, რომ ინფორმაციას არ ვფლობდი. მოგეხსენებათ, ბოლო დღეების განმავლობაში რამდენიმე საერთაშორისო ვიზიტი მოგვიწია და ამიტომ ჩავთვალე, რომ კითხვა ეხებოდა ბოლო წუთებში გავრცელებულ ინფორმაციას, რომელიც ჩემთვის არ იყო ცნობილი. ამიტომ მინდა მოსახლეობისთვის განვმარტო, რომ ჩემი პასუხი ჟურნალისტის კითხვაზე არასწორად იყო ინტერპრეტირებული“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

ჰააგამ აგვისტოს ომზე გამოძიება დაასრულა - რა გადაწყვეტილება მიიღო სასამართლომ?

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები